მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სეული და ვაშინგტონი კიმ ჩენ ინის რეჟიმს ბოლოს მოღებით ემუქრებიან

  - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2022
გამოწერა
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ფხენიანის მხრიდან ბირთვული შეტევა კიმ ჩენ ინის რეჟიმისთვის ბოლოს მოღებით დასრულდება, განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ლი ჩჟონ სოპმა ამერიკელ კოლეგა ლოიდ ოსტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მანამდე ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა უსაფრთხოების საკითხებზე საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.

„ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა, მათ შორის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით, დაუშვებელია. ეს ალიანსის მტკიცე პასუხსა და კიმ ჩენ ინის რეჟიმის დამხობას გამოიწვევს. ეს ძლიერი გაფრთხილებაა ჩრდილოეთ კორეისთვის“, — განაცხადა ლი ჩჟონ სოპმა.

თავის მხრივ, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ სეული და ვაშინგტონი ერთობლივი სამხედრო მანევრების, Vigilant Storm-ის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ იმ ძალისხმევის ფარგლებში, რომლებიც „კორეის ნახევარკუნძულსა და ინდოეთი–წყნარი ოკენის რეგიონში კომპლექსურ შეკავებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ მოიცავს.
მანამდე, 2 და 3 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეამ ოცამდე რაკეტა გაუშვა ჯერ იაპონიისა და ყვითელი ზღვების, შემდეგ კი იაპონიის ზღვის მიმართულებით. 2 ნოემბერს გაშვებული რაკეტებიდან სმი, პირველად კორეის გაყოფის შემდეგ, ძალიან ახლოს ჩამოცვივდა სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებთან.
წყარო: პენატაგონი
ყველა ახალი ამბავი
0