მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რამდენად პოპულარულია ჯო ბაიდენი: გამოქვეყნდა ბოლო გამოკითხვის შედეგები

© AP Photo / Adam Schultz/The White House
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. გამოკითხვამ აჩვენა, რომ აშშ-ის მოქალაქეთა ნახევრაზე მეტს არ სურს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მეორე ვადით იყაროს კენჭი.
მოსახლეობის გამოკითხვა Economist-მა ჩაატარა კვლევით ორგანიზაცია YouGov-თან ერთად.
ორგანიზაციამ რესპონდენტებს მიმართა შეკითხვით: „გსურთ თუ არა, რომ 80 წლის ჯო ბაიდენმა კვლავ მიიღოს მონაწილეობა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში?“
გამოკითხულ ამერიკელთა 54%-მა უარყოფითად უპასუხა შეკითხვას, ხოლო 27%-მა — დადებითად.
ამასთან რესპონდენტთა 27%-ს მიაჩნია, რომ თუ კონგრესის არჩევნებში, რომელიც მიმდინარე თვეშია დანიშნული, რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ბაიდენს იმპიჩმენტი ელოდება.
კიდევ ერთი შეკითხვა, რომელზეც აშშ-ის მოქალაქეებმა გასცეს პასუხი, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეეხებოდა. როგორც გაირკვა, რესპონდენტთა 59%-ს არ სურს, რომ ტრამპმა 2024 წლის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, 28% კი მხარს უჭერს მის კანდიდატურას.
YouGov-მა გამოკითხვა 29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ჩაატარა. მასში 18 წელზე უფროსი ასაკის 1500-მა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 1330 რეგისტრირებული ამომრჩეველია. გამოკითხვის შედეგების დასაშვები ცდომილება +/-3%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0