მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზუსტი რეაქცია: სეულმა ფხენიანს სამი რაკეტის გაშვებით უპასუხა

© AP Photo / Lee Jin-man
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
თბილისი, 2 ნოემბრი — Sputnik. სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა ფხენიანის დღევანდელ ქმედებებზე საპასუხოდ „ჰაერი-ხმელეთის“ ტიპის სამი რაკეტა გაუშვეს საერთაშორისო წყლებში ჩრდილოეთ კორეისგან გამყოფი ხაზის მიმართულებით, იუწყება სააგენტო Yonhap.
გავრცელებული ინფორმაციით, გამანადგურებელ F-15K და KF-16-დან გაშვებული რაკეტები გამყოფი ხაზიდან ზუსტად იმ დაშორებით ჩამოცვივდა, რა დაშორებითაც მანამდე ჩრდილოკორეული რაკეტა ჩამოვარდა — ოღონდ ხაზიდან ჩრდილოეთით.

„ჩვენი სამხედროების ეს ზუსტი სროლა წარმოაჩენს სამხრეთ კორეის მზადყოფნას, მტკიცე პასუხი გასცეს ნებისმიერ პროვოკაციას, მათ შორის მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტების გაშვებას, ასევე მტერზე ზუსტი დარტყმის მიტანის უნარსა და მზადყოფნას“, — განაცხადეს სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტში.

მანამდე ფხენიანმა 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიისა და ყვითელი ზღვებისკენ, რომელთაგან სამი სამხრეთ კორეის უშუალო სიახლოვეს ჩამოვარდა: ერთი ქალაქ სოკჩჰოდან 57 კილომეტრში, მეორე — ზღვაში, გამყოფი ხაზიდან 26 კმ-ში, მესამე კი — კუნძულ ულინდოდან 167 კმ-ში. როგორც სეულში განაცხადეს, ეს განსაკუთრებული სიტუაციაა და მიუტევებელი ნაბიჯია ფხენიანის მხრიდან, რასაც სამხრეთ კორეა „მტკიცე პასუხს გასცემს“.
ჩრდილოეთ კორეამ წელს უკვე 29-ჯერ გაუშვა რაკეტები სამხრეთ კორეის მიმართულებით. აქედან 26-ჯერ ბალისტიკური და სამჯერ ფრთოსანი რაკეტები.
ყველა ახალი ამბავი
0