მაშველებმა მტირალას ეროვნულ პარკში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს

© Photo: courtesy of Official Tourism Portal of Adjaraმტირალას ეროვნული პარკი
მტირალას ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
შვიდმა მაშველმა მდინარის ერთ-ერთ შენაკადზე უმოკლეს დროში დაამონტაჟა სპეციალური აღჭურვილობა, რომლის მეშვეობითაც 11 ადამიანი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის მთავარი სამმართველოს მაშველებმა მტირალას ეროვნული პარკიდან მდინარე ჩაქვისწყლის ადიდების გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე გამოიყვანეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, მაშველებმა ჩაქვისწყლის ერთ-ერთ შენაკადზე უმოკლეს დროში დაამონტაჟეს სპეციალური აღჭურვილობა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
წარმატებულ ოპერაციაში შვიდი მაშველი მონაწილეობდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0