მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირველად გაყოფის შემდეგ: ჩრდილოკორეული რაკეტები სამხრეთ კორეის წყლებში ჩამოცვივდა

© AFP 2024 / JUNG Yeon-Je
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
თბილისი, 2 ნოემბრი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეამ დღეს, დილით ათი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა სამხრეთ კორეისკენ, რომელთაგან სამი, პირველად კორეის გაყოფის შემდეგ, ძალიან ახლოს ჩამოცვივდა სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებთან, იუწყება სააგენტო Yonhap.
სეულში აცხადებენ, რომ ეს განსაკუთრებული სიტუაციაა და მიუტევებელი ნაბიჯია ფხენიანის მხრიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი რაკეტა ქალაქ სოკჩჰოდან 57 კილომეტრში ჩამოვარდა, მეორე — ზღვაში, გამყოფი ხაზიდან 26 კმ-ში, მესამე კი — კუნძულ ულინდოდან 167 კმ-ში.

„ეს გაშვება პირველი შემთხვევაა კორეის გაყოფის შემდეგ, როდესაც ჩრდილოეთ კორეის რაკეტა ჩვენი ტერიტორიული წყლების უშუალო სიახლოვეში ჩამოვარდა. ეს უკიდურესად გამონაკლისი შემთხვევა და მიუტევებელი ქმედებებია. ჩვენი სამხედროები ამას მტკიცე პასუხს გასცემენ“, — ნათქვამია სამხრეთ კორეის შტაბების სარდლობის განცხადებაში.

აღინიშნება, რომ სამხედრო სარადარო სისტემამ დროულად დააფიქსირა რაკეტა და სიგნალი გაგზავნა კუნძულ ულინდოზე, სადაც ავტომატურად ამუშავდა საგანგაშო სირენები. მოახლეობამ სარდაფებსა და თავშესაფრებში დამალვა მოასწრო. პოლიციამ მათი მდგომარეობა შეამოწმა. მათ შორის დაშავებულები არ არიან.
ჩრდილოეთ კორეამ წელს უკვე 29-ჯერ გაუშვა რაკეტები სამხრეთ კორეის მიმართულებით. აქედან 26-ჯერ ბალისტიკური და სამჯერ ფრთოსანი რაკეტები.
ყველა ახალი ამბავი
0