ანზორ ჩუბინიძე: ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს არ შეხვედრია

© courtesy of Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
ილჰამ ალიევი საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით გასულ კვირაში იმყოფებოდა.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ არასერიოზული უწოდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საიდუმლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
ივანიშვილისა და ალიევის შეხვედრის შესახებ განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის მეორე დღესვე გააკეთა. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამტკიცებს, შეხვედრაზე ივანიშვილი ალიევს კლანურ ოჯახებს შორის მილიარდების განაწილებაზე შეუთანხმდა, რომლებიც „ნავთობისა და გაზის ევროპაში ტრანსპორტირების შედეგად დაგროვდება“.

„მგონი, ძალიან არასერიოზული კითხვაა. რა თქმა უნდა, შეხვედრას არ ვესწრებოდი. მე ვარ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი და უზრუნველვყოფდი დაცვას. ასპროცენტიანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქ არ იმყოფებოდა“, – განაცხადა ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან.

ალიევი საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით გასულ კვირაში იმყოფებოდა და მან მთავრობის მეთაურთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა შეხვედრა.
ვიზიტის ფარგლებში ალიევმა და ღარიბაშვილმა განიხილეს ერთობლივი პროექტები ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. აღინიშნა, რომ ქვეყნები გააგრძელებენ პროექტებს, რომლებიც დაეხმარება ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდას აზერბაიჯანიდან საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს გავლით.
ამას გარდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს სამმხრივი ფორმატის დიალოგი სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0