თორნიკე რიჟვაძე ევროპის საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

© photo: Sputnikთორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2022
გამოწერა
თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ევროპის საზღვაო რეგიონების ასოციაციის (CPMR) ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს, იუწყება აჭარის მთავრობის პრეს-სამსახური.
რიჟვაძემ მონაწილეობა მიიღო CPMR-ის 50-ე გენერალურ ასამბლეაში, რომელიც საბერძნეთში გაიმართა. გენასამბლეაზე ორგანიზაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი აირჩიეს.
ვიზიტის ფარგლებში რიჟვაძე შეხვედრებს გამართავს კრეტის ხელისუფლების ხელმძღვანელებთან და CPMR-ის პრეზიდენტთან.
საზღვაო რეგიონების კავშირი 150 რეგიონს აერთიანებს, სადაც დაახლოებით 200 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
გაერთიანება მიმართულია სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ ერთობაზე, საზღვაო პოლიტიკაზე, ლურჯი ეკონომიკის ზრდასა და ხელმისაწვდომობაზე. ასოციაციის საქმიანობის ასევე მნიშვნელოვანი სფეროებია ევროპული მმართველობა, მწვანე ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და სტაბილური სამეზობლო განვითარება.
CPMR 1973 წელს შეიქმნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა CPMR-ის და ამავე ორგანიზაციის შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის (BBSC) სრულუფლებიანი წევრი 2020 წლის ივნისიდან არის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პირველად CPMR-ის ვიცე-პრეზიდენტად 2 წლის ვადით 2020 წლის 29 ოქტომბერს აირჩიეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0