საქართველოს სახალხო დამცველი პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებას არ აპირებს

© courtesy of Nino Lomjariaნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2022
გამოწერა
ნინო ლომჯარიას ასეთი გეგმები უახლოეს მომავალში არა აქვს.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მისი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. კონსტიტუციის თანახმად, მას მეორე ვადით არჩევა არ შეუძლია. ლომჯარიას თქმით, ის დარჩება აქტიურ მოქალაქედ და უფლებადამცველად.

„არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, სადაც წარმომიდგენია ან მოვიაზრებ ჩემს თავს არა თუ უახლოეს მომავალში, არამედ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაშიც. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ თანამდებობის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში წასვლას. ახალგაზრდა ვარ და არ ვიცი, წლების შემდეგ რა იქნება, თუმცა მე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ნამდვილად ვაპირებ დავრჩე აქტიურ მოქალაქედ“, – განუცხადა ლომჯარიამ ტელეარხს.

მისი თქმით, მოგვიანებით მას უფრო ზუსტი ინფორმაცია ექნება შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით და ამას აუცილებლად აცნობებს საზოგადოებას.
„მაქვს საკმაოდ დაკავებული გრაფიკი ჩემი ვადის ამოწურვამდე“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
ამ ეტაპზე პარლამენტი მომავალი სახალხო დამცველის კანდიდატურებს განიხილავს. ახალი ომბუდსმენის ასარჩევად სულ ცოტა 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ამჟამად ეს რაოდენობა პარლამენტში არცერთ პარტიას არა აქვს. თუმცა „ქართული ოცნების“ ხმები, რომელსაც 75 დეპუტატი ჰყავს, ახალი სახალხო დამცველის არჩევაში გადამწყვეტი იქნება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0