აჭარელ ფერმერებს არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციაში დაეხმარებიან

© photo: Sputnikმანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2022
გამოწერა
ციტრუსის მოსავლის აღება საქართველოში ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის მთავრობა ადგილობრივ ფერმერებს არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციაში დაეხმარება – გაიცემა სუბსიდიები ციტრუსის სამრეწველო გადამუშავებაზე, ნათქვამია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ციტრუსის მოსავლის აღება საქართველოში ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება. „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებში შევა. ამჟამად ადრეული ჯიშების მოსავალს უკვე იღებენ.

კომპანიები, რომლებიც სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს შეისყიდიან ერთ კილოგრამს 0,20 ლარად, მიიღებენ 0,15 ლარის ოდენობის სუბსიდიას ერთ კილოგრამზე.

არასტანდარტულ მანდარინს ჩაიბარებს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა, ხოლო სტანდარტულ ნაყოფს – 20-ზე მეტი გადამამუშავებელი საწარმო.
რეგიონში უკვე გაიხსნა საკოორდინაციო შტაბი, რომლის მიზანია ციტრუსის ლოგისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების უზრუნველყოფა. შტაბი 1 თებერვლამდე იმუშავებს.
„ნარინჯისფერი რთველი“: აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაბინავებლად სპეციალური შტაბი ამოქმედდა>>
როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ ტელეკომპანია PosTV-ს ეთერში განაცხადა, რეგიონში დაახლოებით 45 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან, საიდანაც ძირითადი ნაწილი – დაახლოებით 25–30 ათასი ტონა ექსპორტირებული იქნება. როგორც გასულ წლებში, ძირითადი საექსპორტო ბაზრები იქნება რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აღნიშნა მან.
შავაძის თქმით, წელს, უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ქართული ციტრუსის მიმართ ინტერესი ამ ბაზარზე, შესაძლოა, შემცირებული იყოს. მიუხედავად ამისა, უწყება აქტიურად მუშაობს გასაღების ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე.
გასულ სეზონზე საქართველოდან გაიტანეს 40 ათას ტონამდე მანდარინი, აქედან 70%-მდე – რუსეთში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0