მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სსფ: 2023 წელს ევროპა გაზსა და ელექტრობაზე რეკორდულ ფასებს შეეჯახება

© AP Photo / Jose Luis Maganaსსფ
სსფ - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2022
გამოწერა
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საწვავის დაგროვილი რეზერვების გათვალისწინებით, ევროპას შეუძლია გაუძლოს მოახლოებულ ზამთარს, მაგრამ მომავალ წელს რეგიონი კვლავ შეეჯახება ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე რეკორდულ ფასებს, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მოხსენებაში.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუნებრივი აირის დაგროვილი მარაგები ევროპას 2022-23 წლების ზამთრის გადატანის საშუალებას მისცემს, რეგიონი გაზაფხულზე მარაგების შევსებას შეეცდება. რუსული გაზის მცირე მიწოდებების, ან მისი სრული არარსებობის პირობებში ამან შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ ბაზარი 2023 წელს კვლავ დაუბრუნდება ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიაზე რეკორდულად მაღალ ფასებს, როგორიც 2022 წელს იყო“, — ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან სსფ-ის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ანომალიური სიცივეებისა და რუსეთიდან გაზის სრული შეწყვეტის კომბინაციამ ექსტრემალური სცენარი განავითაროს.
ასეთი სცენარის შემთხვევაში, მათი აზრით, ევროპელები იძულებული იქნებიან მოძებნონ გზები, რომლებიც მათ საწვავის მოხმარების 6%-ით შემცირების შესაძლებლობას მისცემს. ეს კი ყველაზე დაუცველ ქვეყნებში მშპ-ის დაახლოებით 3%-იან დანაკარგებს გამოიწვევს.
როგორც სსფ წერს, 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებისთვის რუსული გაზის მიწოდება ევროპაში წლიურად 80%-ით შემცირდა, ხოლო ბულგარეთში, დანიაში, ფინეთში, გერმანიაში, ლიტვაში, ნიდერლანდსა და პოლონეთში ექსპორტი მთლიანად შეჩერდა.
ყველა ახალი ამბავი
0