მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაეროში ირანის წარმომადგენელი რუსეთისთვის დრონების გადაცემას უარყოფს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2022
გამოწერა
თბილისი, 20 ოქტომბერი − Sputnik. თეირანი უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, თითქოს ირანმა რუსეთს დრონები გადასცა უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, განუცხადა ჟურნალისტებს გაეროში ირანის წარმომადგენელმა ამირ საიდ ირავანიმ.

„ირანი კატეგორიულად უარყოფს უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ირანი უპილოტო საფრენ აპარატებს გადასცემდა უკრაინის კონფლიქტში გამოსაყენებლად“, – განაცხადა ირავანიმ.

მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ქვეყნები დეზინფორმაციის კამპანიის დაწყებას ცდილობენ ირანის წინააღმდეგ და ამასთან მცდარად განმარტავენ ირანის ბირთვული გარიგების 2231-ე რეზოლუციას, რომელიც თეირანს უკრძალავს ყველანაირი აღჭურვილობის, მასალის, ტექნოლოგიისა და საქონლის გადაცემას, თუ თითოეული კონკრეტული შემთხვევა გაეროს უშიშროების საბჭოსთან არ იქნება შეთანხმებული.
„ირანს მტკიცედ სჯერა, რომ მისი არანაირი იარაღი, მათ შორის არც უპილოტო საფრენი აპარატები, არ ექსპორტირდება არცერთ ქვეყანაში 2231-ე რეზოლუციის B დანართის მე-4 პუნქტის მიხედვით“, − დაასკვნა ირავანიმ.
ირანული საბრძოლო დრონების რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკული და უკრაინული მასმედით გავრცელდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა უარყო ეს ინფორმაცია, თუმცა გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგეი კისლიცამ წერილობით აცნობა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს, რომ თეირანმა მოსკოვს ნამდვილად გადასცა სერია Mohajer-ისა და Shahed-ის უპილოტო საფრენი აპარატები. ამ საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა დმიტრი პოლიანსკიმ ეს ყოველივე რუსეთსა და ირანზე ზეწოლად შეაფასა.
ყველა ახალი ამბავი
0