მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ჩრდილოეთის ნაკადებზე“ 2,3 ბალის აფეთქება მოხდა: პირველი ფოტო-ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. შვედურმა გაზეთმა Expressen, რომელმაც ხელისუფლებისგან გადაღებების ექსკლუზიური უფლება მიიღო, აფეთქების შედეგად დაზიანებული რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის პირველი ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა.
„სწორედ აქ მოხდა აფეთქებები, რამაც რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური კონფლიქტი გაამწვავა“, — წერს გამოცემა.
როგორც Expressen-ი აღნიშნავს, ფოტო- და ვიდეოგადაღებები ბალტიის ზღვის ზედაპირიდან 80 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობდა და ამ დროს ბევრი საინტერესო დეტალი დაფიქსირდა.

„ჩვენმა წყალქვეშა კამერამ ზღვის ფსკერზე არმირებული ფოლადის მილისკენ მიმავალი გრძელი ნაპრალები დააფიქსირა, რომელიც სავარაუდო დივერსიის შედეგად გაიხლიჩა. აფეთქების შემდეგ, რომლის სიმძლავრეც 2,3 ბალს აღწევდა რიხტერის შკალით, გაზსადენის დაახლოებით 50 მეტრი განადგურდა“, — წერს გამოცემა.

26 სექტემბერს რუსული გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ისა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream 2 AG გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანიის წყლებში გაზსადენებზე საგანგებო შემთხვევა მოხდა − გაირღვა გაზსადენების სამი ტოტი, რის შედეგადაც მილსადენებიდან დიდი რაოდენობით გაზმა გაჟონა. დანიისა და შვედეთის ხელისუფლებების განცხადებით, გაზსადენებზე დივერსია მოხდა. აშშ-ის, გერმანიისა და პოლონეთის ოფიციალურმა პირებმა კი არ გამორიცხეს, რომ საბოტაჟი თავად რუსეთის მოწყობილი იყოს. მოსკოვმა გაზსადენებზე მომხდარი „საერთაშორისო ტერორიზმად“ შეაფასა და გენერალურ პროკურატურას სწორედ ამ მუხლით დაავალა საქმის გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0