კომისიამ სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შეფასება დაასრულა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის დეპუტატები
პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2022
გამოწერა
შემდეგ ეტაპზე, 21 სექტემბრამდე პარლამენტის უფლებამოსილი სუბიექტები შეფასებული კანდიდატებიდან ერთ ან რამდენიმე ადამიანს შეარჩევენ.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. შემფასებელმა კომისიამ დაასრულა სახალხო დამცველის პოსტზე 18 კანდიდატის შეფასება. კომისიის თითოეული წევრის შეფასება საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
კანდიდატების შეფასება საქართველოში სახალხო დამცველის არჩევის ერთ-ერთი ეტაპია. კომისიის ცხრა წევრმა 18-ვე კანდიდატი ოთხი კრიტერიუმით შეაფასა: კეთილსინდისიერება და კარგი რეპუტაცია, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, პროფესიული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შეფასებების მიხედვით, კომისიის უმაღლესი შეფასება მიიღეს:
ანა აბაშიძემ - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის", ხელმძღვანელი;
გიორგი ბურჯანაძემ – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;
თინათინ ერქვანიამ – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი;
ნაზი ჯანეზაშვილმა – „საქართველოს სასამართლოს გუშაგი", დირექტორი.
ამის შემდეგ პარლამენტის უფლებამოსილი სუბიექტები (ფრაქციები, პოლიტიკური ჯგუფები და დამოუკიდებელი დეპუტატები) 21 ოქტომბრამდე პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენენ ერთი ან მეტი პრეტენდენტის კანდიდატურას.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე 19 პრეტენდენტი დარეგისტრირდა>>
უნდა დასახელდეს სულ ცოტა შვიდი კანდიდატი. კანდიდატურებს განიხილავენ პლენარულ სხდომაზე, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება. იმისათვის, რომ სახალხო დამცველად დაინიშნოს, კანდიდატმა უნდა მიიღოს არანაკლებ 90 დეპუტატის მხარდაჭერა.
სახალხო დამცველს ექვსი წლის ვადით ირჩევენ.
ომბუდსმენის უფლებები
სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს. აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.
ცვლილებები დამტკიცებულია: საქართველოს სახალხო დამცველს ღია კენჭისყრის წესით აირჩევენ>>
გარდა ამისა, სახალხო დამცველს უფლება აქვს გასცეს რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოთქვას მოსაზრება „სასამართლოს მეგობრის" სახელით კონკრეტულ პროცესებთან დაკავშირებით, მოითხოვოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, ასევე წარადგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იურიდიული დახმარების საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს წევრები.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0