რაზე მეტყველებს თქვენი ავატარის ფოტო: ფსიქოლოგიური დახასიათება

© Pixabay / geraltსოციალური ქსელები
სოციალური ქსელები - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
ჩვენ დროში ძნელად შეხვდებით ისეთ ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში არ იქნება დარეგისტრირებული. როგორც ჩანს, ადამიანების უმეტესობას მოსწონს საკუთარი ცხოვრების საჯაროდ გამოფენა, ახალ-ახალი ფოტოების გამოქვეყნება და ლამის ყველა წვრილმანის გაზიარება.
ეს ყველამ იცის, არახალია.
მაგრამ ის თუ იცით, რომ სწორედ სოციალურ ქსელებში ამა თუ იმ მომხმარებლის ავატარად დაყენებული ფოტო საკმაოდ ზუსტ ინფორმაციას იძლევა მის მფლობელზე?
ფსიქოთერაპევტებმა თავიანთი პაციენტების ავატარები შეისწავლეს და საინტერესო დასკვნა გააკეთეს: თურმე, არსებობს ადამიანთა ექვსი ძირითადი ტიპაჟი, რომლებიც გარკვეულ ფოტოებს ირჩევენ.
მათი თქმით, ეს სამეცნიერო კლასიფიკაციად ვერ ჩაითვლება, თუმცა საფიქრალ თემად კი გამოდგება.

მაშ ასე, ისინი, ვინც ავატარად ირჩევენ:

უსულო საგნებს - მაგალითად, წიგნს, მუსიკალურ ინსტრუმენტს, ყვავილებს თუ ზღვის პეიზაჟს: დიდი ალბათობით, ცუდად იცნობენ საკუთარ თავს, არ აქვთ მკაფიო წარმოდგენა თავიანთ პიროვნულ თვისებებზე. უფრო მეტიც, შესაძლოა უგულებელყოფდნენ კიდეც საკუთარ თავს და არ იღებდნენ მას.
ცხოველების, ფილმის, ანიმაციური თუ ნებისმიერი გამოგონილი გმირის ფოტოებს: გამოირჩევიან ინფანტილიზმით. მიაჩნიათ, რომ გარემომცველი სამყარო სასტიკია და უსამართლო. ამასთან, არ სურთ აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. ასეთი ავატარები იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანს აქვს რაღაც გაუსაძლისი ემოცია, რომელსაც ვერ აცნობიერებს და არ იღებს. ასე ცდილობს ის ამ ემოციის გამოფრქვევას და თავისი სატკივრის ძირითადი მიზეზის წარმოჩენას. იმისათვის, რომ ამგვარი პროფილის მფლობელს გაუგოთ, აუცილებელია კარგად დააკვირდეთ ავატარის ფოტოს და ამოიცნოთ, რომელი ემოციაა მასზე აღბეჭდილი.
სხვადასხვა რაკურსით გადაღებულ სელფს: მიანიშნებს ნარცისიზმსა და პიროვნების ანტისოციალურ რღვევაზე. მათ ძნელად გამოსდით ახლო ურთიერთობა, ნაკლებად ენდობიან ვინმეს. ურთიერთობას ისინი სარგებლის მიღების პოზიციიდან აღიქვამენ. ამასთან, თუ კადრში სახის ნაწილი თმებით, სათვალით, რაიმე სხვა საგნითაა დაფარული, ან ფოტო გადაღებულია პროფილში ან ზურგიდან, ე.ი. თქვენ წინაშეა მორცხვი და შებოჭილი პერსონა. ასეთები, შესაძლოა, დაავადებული იყვნენ სოციალური ფობიით, ან ჰქონდეთ პიროვნების რღვევა. მათი გაგება და გახსნა არცთუ მარტივი საქმეა. ამიტომ თუ ასეთებთან ახლო ურთიერთობის დამყარებას მოისურვებთ, შეეცადოთ აგრძნობინოთ თავი თქვენთან კომფორტულად და მშვიდად.
პროფესიონალთან გადაღებულ ფოტოს: ე.ი. ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სხვებისთვის კარგი გამოჩნდეს. ასეთები მხოლოდ ახლა იწყებენ თავიანთი ქალურობისა თუ მამაკაცურობის „განვითარებას“.
საქმე ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში მათ არ იციან, როგორ უნდა მიიქციონ საპირისპირო სქესის ყურადღება და იმედი აქვთ, რომ პროფესიონალი ფოტოგრაფის თვალით დანახული „მე“ დაეხმარება მათ, უკეთ შეიცნონ საკუთარი თავი.
ჩვეულებრივი ფოტო სრულიად დაუფარავი სახით: ასეთ ავატარებს მოწიფული, ჩამოყალიბებული და თავდაჯერებული ადამიანები ირჩევენ. მათ არ ეშინიათ სხვადასხვა რაკურსით გამოჩენისა და არასდროს ირჩევენ „მუშა მხარეს“. მათ არაფერში სჭირდებათ უსულო საგნებისა თუ ცხოველების ფოტოებს ამოფარება.
გარდა ამისა, არსებობს ფსევდომეცნიერება სახელწოდებით ავატარისტიკა, რომლის ფანატებმაც სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანის ავატარები შეისწავლეს და ზოგი კანონზომიერება გამოავლინეს.

მაგალითად, თუ ადამიანი ირჩევს ფოტოს, რომელზეც:
მთელი სიმაღლით ჩანს − ე.ი. მას თვითშეფასებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გააჩნია, უყვარს და პატივს სცემს საკუთარ თავს;
თამამ პოზაში ან შილიფ სამოსშია აღბეჭდილი − ე.ი. პირად ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგში არ აქვს და ამასთან არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებს;
პარტნიორთან ან ოჯახთან ერთადაა გადაღებული − ე.ი. სურს მთელ ქვეყანას დაანახოს თავისი სტატუსი, საკუთარ თავს კი დაუმტკიცოს, რომ „მარტოკაცი“ არ არის;
საკუთარ ჰობის გამოფენს − ამით ადამიანები საკუთარ დაუკმაყოფილებლობას ნიღბავენ;
იყურება ქვემოთ − ე.ი. სურს საკუთარი უპირატესობა და დომინირება წარმოაჩინოს;
იყურება ზემოთ − ასეთი ფოტო ადამიანის მორჩილ ხასიათზე მეტყველებს. გამორიცხული არ არის, ასეთმა ფოტომ პოტენციური ნარცისი ან მოძალადე მიიზიდოს.
რაც შეეხება მათ, ვინც ავატარის ფოტოებს ხშირად ცვლის, ასეთები, ფსიქლოგების თქმით, ან უბრალოდე ვერ არჩევენ, რომელი ფოტოს ატვირთვა ჯობს, ან ზედმეტად თავდაუჯერებლები და უკიდურესად მერყევები არიან.
ყველა ახალი ამბავი
0