მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოლონეთის პრემიერი „დრუჟბაზე“ მომხდარ ავარიაში კრემლის კვალს ხედავს

© photo: Sputnik / Alexei Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიმატეუშ მორავეცკი
მატეუშ მორავეცკი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ჯერჯერობით დადგენილი არ არის – ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ მომხდარი ავარია დივერსიაა თუ შემთხვევითი დაზიანება, თუმცა ავარიაში რუსული ინტერესები იკვეთება, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ „პოლონეთის რადიოს“ ეთერში.
ამასთან პრემიერს პირდაპირი ბრალდებები არ წამოუყენებია, თუმცა ირიბად მიანიშნა, რომ „კვალი კრემლისკენ მიდის“, და განაცხადა, რომ ნებისმიერი ვარაუდი მხოლოდ ავარიის მიზეზების გამოძიების შემდეგ იქნება დადასტურებული ან უარყოფილი.

„ზუსტად არ ვიცით, ვინ დგას ავარიის უკან − შემთხვევით მოხდა ეს თუ დივერსიაა. შესაბამისი სამსახურები ყველაფერს იძიებენ. ბევრი კვალი კრემლზე მიუთითებს, მაგრამ ჩვენ გვინდა ვიყოთ ძალიან პასუხისმგებლიანი და მხოლოდ მაშინ დავადასტურებთ ვარაუდებს, [როცა გამოძიება დასრულდება]“, – განაცხადა მორავეცკიმ.

ნავთობსადენ „დრუჟბის“ პოლონელმა ოპერატორმა Pern-მა 12 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მილსადენის ორიდან ერთ ტოტზე დეჰერმეტიზაცია მოხდა, რის შედეგადაც წნევა საგრძნობლად დაეცა.
ნავთობსადენი „დრუჟბა“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი მილსადენია. მისი სიგრძე დაახლოებით 4 ათასი კილომეტრია. იგი სათავეს სამარის ოლქში იღებს, გადის ბრიანსკში და შემდეგ ორი მიმართულებით განიტოტება: ჩრდილოეთით − ბელარუსის, პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიებისკენ, და სამხრეთით − უკრაინის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ტერიტორიებისკენ.
ყველა ახალი ამბავი
0