მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არ გამოიყენოთ, სასიკვდილოა! ჯანმო საბავშვო წამლების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

© AP Photo / Johanna Geron
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ოქტომბერი − Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სპეციალური გაფრთხილება გაავრცელა, რომელიც ინდური წარმოების ხველების საწინააღმდეგო ოთხ უხარისხო პრეპარატს შეეხება, და რომელთა გამოყენებამაც შეიძლება პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ინდური ფარმაცევტული კომპანია Maiden Pharmaceuticals Limited-ის მიერ დამზადებული წამლები ჯანმომ მიმდინარე წლის სექტემბერში დაარეგისტრირა, თუმცა კომპანიას ჯანმოსთვის დღემდე არ წარუდგენია პრეპარატების უსაფრთხოებისა და ხარისხის დამადასტურებელი გარანტიები.
ამასთან ჯანმო აზუსტებს, რომ აღნიშნული მავნე პრეპარატები გამბიაში გამოვლინდა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ არაოფიციალური ბაზრების გავლით ისინი სხვა ქვეყნებშიც შესულიყო.

„ოთხივე პროდუქტის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზი ადასტურებს, რომ ისინი შეიცავს დიეთილენგლიკოლის და ეთილენგლიკოლის დაუშვებელ რაოდენობას. დღეისათვის ეს ოთხი პროდუქტი გამოვლენილია გამბიაში, მაგრამ არაფორმალური ბაზრების მეშვეობით შესაძლოა სხვა ქვეყნებსა თუ რეგიონებშიც გავრცელდეს“, − აცხადებს ჯანმო.

გაფრთხილება ეხება შემდეგ მედიკამენტებს:
პრომეტაზინის ხსნარი პერორალური გამოყენებისთვის (Promethazine Oral Solution);
ხველის საწინააღმდეგო სიროპი ბავშვებისთვის „კოფექსმალინი“ (Kofexmalin Baby Cough Syrup);
ხველის საწინააღმდეგო სიროპი ბავშვებისთვის „მაკოფფი“ (Makoff Baby Cough Syrup);
გაციების საწინააღმდეგო სიროპი „მაგრიპ N“ (Magrip N Cold Syrup).
„თუ ეს უხარისხო პროდუქტი უკვე შეძენილი გაქვთ, არ გამოიყენოთ ისინი. თუ თქვენ, ან თქვენმა რომელიმე ნაცნობებმა უკვე გამოიყენეთ ეს წამლები და რომელიმე გვერდით რეაქციას შეეჯახეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის კვალიფიციურ ექიმს და ამასთან აცნობეთ ინციდენტის თაობაზე ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს, ან ფარმაკოზედამხედვლობის ეროვნულ ცენტრს“, − ნათქვამია ჯანმოს გაფრთხილებაში.
ამასთან ორგანიზაცია აკონკრეტებს, რა ტოქსიკურ ეფექტებს იწვევს ზემოაღნიშნული უხარისო პრეპარატები. ესენია:
მუცლის ტკივილი,
პირღებინება,
დიარეა,
შარდის შეკავება,
თავის ტკივილი,
ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა,
თირკმელების მწვავე დაზიანება, რასაც შეიძლება სიკვდილიც მოჰყვეს.
ჯანმო მოუწოდებს ჯანდაცვისა და მარეგულირებელ ორგანოებს, თუ ეს პროდუქცია მათ ქვეყნებში გამოვლინდება, დაუყოვნებლივ აცნობონ ორგანიზაციას.
წყარო: WHO
ყველა ახალი ამბავი
0