კოკაინი, მარიხუანა, „სუბუტექსი“ - პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 25-დან 39 წლამდეა, ერთი წარსულში ნასამართლევი პირია.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული ფული ამოიღეს.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: სარეალიზაციოდ გამზადებული 8 შეკვრა კოკაინი, 9 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა, 25 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“, ასევე 49 აბი „სუბუტექსი“ და 100 აბი „სუბოქსინი“.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე, 19-260-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0