მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ავტოავარიაში მოხვდა

© AP Photo / Manuel Balce Ceneta კამალა ჰარისი
 კამალა ჰარისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
თბილისი, 6 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კორტეჟი ავტოავარიაში მოყვა, როდესაც ის სამსახურში მიდიოდა ვაშინგტონის დახურული გზით, იუწყება გაზეთი Washington Post.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტის მძღოლმა (საიდუმლო სამსახურის აგენტმა) საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა. შეჯახება საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა, იმდენად, რომ მანქანის საბურავის გამოცვლა გახდა საჭირო.
ვიცე-პრეზიდენტი სასწრაფოდ სხვა ავტომობილში გადასვევს და უსაფრთხოდ მიიყვანეს თეთრ სახლში.
ავტოავარიის ოფიციალურ მიზეზად კამალა ჰარისის ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა.
როგორც ვიცე-პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, ჰარისი ემადლიერება საიდუმლო სამსახურს, „რომელიც ყველაფერს აკეთებს მისი უსაფრთხოებისთვის“, თუმცა სააგენტოს მაინც მოუწევს უპასუხოს კითხვას, როგორ შეიძლებოდა, რომ მსგავსი ინციდენტი მომხდარიყო.
ყველა ახალი ამბავი
0