რა არის ქართული ბიზნესის მთავარი პრობლემა? ეკონომიკის მინისტრის განმარტება

© Government of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
განათლების სამინისტროს ათწლიანი გეგმის თანახმად, პროფგანათლების ბიუჯეტი 2030 წლისთვის 730 მლნ ლარს მიაღწევს.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ბიზნესის განვითარების მთავარ პრობლემად კვალიფიციური კადრების ნაკლებობა რჩება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.
ბიზნესის წარმომადგენლები უკმაყოფილო არიან შრომის ბაზარზე არსებული კადრების კვალიფიკაციით და ხაზგასმით მიუთითებენ პროფესიული მომზადების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

„ბიზნესი მიიჩნევს, რომ დღეს არ არის საკმარისი სამუშაო ძალა, მათ შორის კვალიფიციური სამუშაო ძალა. ხალხმა არ უნდა დატოვოს ქვეყანა, როცა ქვეყანაში მუშახელის დეფიციტია. მაგრამ, მეორე მხრივ, საჭიროა უნარების განახლება და ჩვენ ახლა განვიხილავთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაიწყო განათლების სისტემის რეფორმა, რომელიც ძირითადად პროფესიულ სასწავლებლებს შეეხება.
„ჩვენი ბიზნესი წლების განმავლობაში განიცდის კვალიფიციური კადრების დეფიციტს, რაც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამიტომაც ჩვენ დავიწყეთ განათლების კომპლექსური რეფორმა. ძირითადი აქცენტი კეთდება პროფესიულ განათლებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რაც კერძო სექტორს სჭირდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დაწყებულია პროფესიული განათლების სისტემის რეფორმა, რომელიც დუალური განათლების ელემენტებს მოიცავს.
„პროფესიული განათლება აღარ იქნება ჩიხი, არამედ იქნება შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რომ მათ კარიერა სწორად დაგეგმონ, განავითარონ თავიანთი უნარები და მიღებული ცოდნა უმაღლეს განათლებაში გამოიყენონ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმა დაწყებულია. ამჟამად პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განათლების სფეროში საქართველოს გეგმებზე ისაუბრა>>>
საქართველომ 2021 წლიდან მართვის ინოვაციური მოდელის დანერგვა შეძლო. კერძო და სახელმწიფო სექტორების პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება მართავს.
განათლების სამინისტროს ათწლიანი გეგმის თანახმად, პროფგანათლების ბიუჯეტი 2030 წლისთვის 730 მლნ ლარს მიაღწევს.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0