მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„სამართლიანი პასუხი“: ფხენიანმა კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
თბილისი, 6 ოქტომბერი − Sputnik. ჩრდილოეთ კორეამ დღეს, დილით მცირე მანძილის კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით, იუწყება სააგენტო Yonhap სამხრეთ კორეის სამხედრო სარდლობაზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, ერთმა რაკეტამ 350 კმ გაიფრინა 80 კმ სიმაღლეზე, მეორემ კი − 800 კმ 60 კმ სიმაღლეზე, რის შემდეგაც ისინი იაპონიის ეკონომიკური ზონის მიღმა ჩამოცვივდნენ.
ფხენიანის განცხადებით, ეს სარაკეტო გაშვება არის „სამართლიანი პასუხი“ აშშ-ის და სამხრეთ კორეის ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე, „რაც კორეის ნახევარკნძულზე დაძაბულობას აძლიერებს“.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეექვსე გაშვება მოაწყო. მანამდე, 4 სექტემბერს ფხენიანმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელმაც, სამხრეთ კორეელი და იაპონელი ექსპერტების შეფასებით, 4,5 ათასი კმ გაიფრინა იაპონიის თავზე და წყნარ ოკეანეში ჩავარდა.
შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ამაზე პასუხად მეორე დღეს უნიკალური სარაკეტო სწავლება ჩაატარეს, რაც მოკავშირეთა ერთ-ერთ ყველაზე მკვეთრ პასუხად შეფასდა ფხენიანის ქმედებებზე 2017 წლიდან. გავრცელებული ინფორმაციით, მოკავშირეებმა „ხმელეთი-ხმელეთი“ კლასის ოთხი რაკეტა გაუშვეს, რომლებიც პირობით სამიზნეებს მოხვდა.
იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ჩრდილოეთ კორეის მოქმედება პროვოკაციად შეაფასა, ხოლო სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ იაპონიასა და აშშ-თან ერთად დაიცავს ქვეყნის უსაფრთხოებას და პასუხს გასცემს ფხენიანის ქმედებებს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, თუ ჩრდილოეთი კორეა „არჩეულ გზას არ გადაუხვევს, ეს მხოლოდ გააძლიერებს მის იზოლაციასა და ნაბიჯებს, რომლებიც ფხენიანის ქმედებებზე პასუხად გადაიდგმება“.
ყველა ახალი ამბავი
0