პუტინმა რუსეთის შემადგენლობაში ახალი რეგიონების შესვლაზე შეთანხმების რატიფიკაცია დაამტკიცა

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის რატიფიკაცია დაამტკიცა.
გარდა ამისა, მან ხელი მოაწერა ფედერალურ საკონსტიუტუციო კანონებს აღნიშნული რეგიონების რუსეთთან მიერთების თაობაზე.
შესაბამისი დოკუმენტები რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.
დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ დოკუმენტებს 30 სექტემბერს მოაწერეს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ოთხი რეგიონის პრორუსულმა ხელმძღვანელებმა. 2 ოქტომბერს კი საკონსტიტუციო სასამართლომ შეთანხმებები კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო. ხელშეკრულებების თანახმად, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „სხვა ქვეყნებთან საზღვრები“ რუსეთის სახელმწიფო საზღვრებად მიიჩნევა.
ყველა ახალი ამბავი
0