მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პენტაგონი: რუსული ბირთვული იარაღის გადაადგილება არ შეგვინიშნავს

პენტაგონი  - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. პენტაგონს არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი რკინიგზით გადაიტანა, იუწყება Reuters-ი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ლორა კუპერზე დაყრდნობით, რომელიც უკრაინისა და რუსეთის საკითხებს კურირებს.
კუპერის თქმით, ამერიკელ სამხედროებს არ დაუფიქსირებიათ არაფერი ისეთი, რაც ბირთვული იარაღის პოზიციის შეცვლაზე მიანიშნებდა.
მანამდე მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სპეციალიზებული სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონი უკრაინის საზღვრისკენ გაგზავნა. წინასწარი ცნობით, აღნიშნული ტექნიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ სამმართველოს ეკუთვნოდა, რომელიც რუსეთის ბირთვული არსენალის კონტროლსა და ექსპლუატაციაზე აგებს პასუხს. შესაბამისად, გაჩნდა შიშები, რომ რუსეთს შეეძლო საჩვენებელი ბირთვული აფეთქება მოეწყო უკრაინის საზღვრებთან ან შავ ზღვაში.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0