თავგადასავლები და აქტიური დასვენება: ფშავში ფესტივალი „არაგვი" გაიმართება

© courtesy of Shota Qacanashviliფშავი, მათურხევი
ფშავი, მათურხევი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
ღონისძიების მიზანია შექმნას სივრცე ეკოაქტივიზმისა და აქტიური ცხოვრების წესის შესახებ იდეების გაცვლისთვის.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. „არაგვის სათავგადასავლო ფესტივალი" (Aragvi Adventure Festival) ფშავში 8 ოქტომბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ღონისძიების მიზანია შექმნას სივრცე სწავლის, განათლების, ახალგაზრდული მუშაობის, ეკოაქტივიზმისა და აქტიური ცხოვრების წესის შესახებ იდეების გაცვლისთვის.
ფესტივალი გაიმართება „არაგვის სათავგადასავლო ცენტრის" ბანაკში ახალგაზრდა მუშაკების, მასწავლებლების, ბუნების მოყვარულების, ეკოაქტივისტების და აქტიური ცხოვრების წესით დაინტერესებული სხვა პირების მონაწილეობით.
ფესტივალის მონაწილეებს ელოდებათ: საგანმანათლებლო სემინარები, ვორქშოპები, თემატური დისკუსიები, თამაშები, სხვადასხვა სათავგადასავლო აქტივობები: ჯომარდობა, ველოსიპედი, zipline და ა.შ. ინტერკულტურული აქტივობები, საკვები და ხელნაკეთობები; ცოცხალი მუსიკა; გემრიელი და ჯანსაღი ადგილობრივი საკვები და სასმელები და სხვ.
ორგანიზატორები უზრუნველყოფენ ტრანსპორტს თბილისიდან ბანაკამდე. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირება ონლაინ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0