მიმოხილვა: რა ხდება ხერსონში

© photo: Sputnik / Victor Antoniuk / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
უკრაინული ჯარის გააქტიურებას, დანაკარგების უგულებელყოფას და ბრძოლის 1000 კმ-იან ხაზზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეულ ტაქტიკურ წარმატებებს სტრატეგიული თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. რუსული ჯარის უპირატესობა ბრძოლის ველზე უდავოა.
ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილ სტრემოუსოვმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ რეგიონი სტაბილურია, უკრაინული ჯარის ნებისმიერი კონტრშეტევა კი მარცხით მთავრდება.
ერთ-ერთ მონაკვეთზე მოწინააღმდეგე აპირებდა რუსული ჯარის გარღვევას სატანკო ძალებით („პოლონური“ Т-72М1) და ქვეითი ბატალიონებით (БМП-1 და „ნიდერლანდური“ БТР YPR-765), თუმცა არტილერიას შეეჯახა და ბევრი მებრძოლი და ჯავშანტექნიკა დაკარგა. რუსული თვითმავალი საარტილერიო დანადგარები გამოირჩევა საიმედოობით, უპილოტო ავიაციასთან ერთად მოქმედების შესაძლებლობით და სხვა უპირატესობით.
ზაპოროჟიეში, ნიკოპოლსა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში რუსულმა ჯარმა თითქმის ერთდროულად შეუტია მოწინააღმდეგეს. წარმატებით მოიგერიეს უკრაინის ჯარის თავდასხმა ნიკოლაევისა და ანდრეევსკის ტაქტიკურ მიმართულებებზე.
ხერსონის ოლქის სოფელ დავიდოვ ბროდის მოსაზღვრე რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 24-ე მექანიზებულ ბრიგადაზე თავდასხმის შედეგად განადგურებულია უკრაინული ძალების 60 მებრძოლი და შვიდი ერთეული სამხედრო ტექნიკა. უკრაინის სატანკო დანაყოფებმა სოფელ ზოლოტაია ბალკას მახლობლად შეძლეს რუსული ჯარის სიღრმეში შეჭრა, გრძელდება მოწინააღმდეგის მისამართით აქტიური საცეცხლე შეტევა. ნიკოლაევო-კრივოი როგის მიმართულებით უკრაინის დანაკარგმა შეადგინა 130 ადამიანი და 23 ერთეული სამხედრო ტექნიკა.
მოკავშირე ჯარებმა მოახერხეს წინ წაწევა არტიომოვსკის მიმართულებით, სლავიანსკი-კრამატორსკის აგლომერაციის მახლობლად. ამ ფონზე კიევის განცხადებები ხერსონის ოლქის დაბრუნებულ დასახლებებზე უკრაინული საზოგადოებისა და უცხოელი სპონსორებისთვის გათვლილი აშკარა დეზინფორმაციაა.
ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მიღწეულ ცალკეულ ტაქტიკურ წარმატებებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. გერმანიის თავდაცვის მინისტრის კრისტინა ლამბრეხტის აზრითაც, „კარდინალურად არ ცვლის ომის მსვლელობას“. მეორე მხრივ, ორშაბათს, 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა შეთანხმებები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებთან რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ. ზაპოროჟიეს ოლქი რუსეთის შემადგენლობაში შევა ადმინისტრაციული საზღვრებით, ხერსონის კი - ნიკოლაევის ოლქის ორი რაიონით.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოთხი ყოფილი რეგიონის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყანა იწყებს ნატოში გაწევრიანების სასწრაფო პროცედურას და ახალ კონტრშეტევებს. უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ავტომატურად გულისხმობს კოლექტიური თავდაცვის შესახებ წესდების მე-5 მუხლს და ომში ითრევს 30 ქვეყანას, რომლებსაც არ სურთ მასში მონაწილეობა.
ამერიკული გაზეთი New York Times გადმოსცემს კიევის პოზიციას: "ზელენსკი... ცდილობს სამხედრო ბლოკის ჩათრევას რუსეთთან დაპირისპირებაში, რადგან ესმის, რომ მარტო უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, მიუხედავად ცალკეული წარმატებებისა“.
The American Conservative-ის შეფასებები კიდევ უფრო მკაცრია: „თუ დასავლეთი ნატოში გაწევრიანების თაობაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნებს დაჰყვება, ეს ზამთარი შეიძლება ცივიდან ბირთვულში გადაიზარდოს“. გამოცემა აღნიშნავს, რომ „დასავლელმა მფარველებმა ზელენსკის უბიძგეს, შეეტანა ნატოში გაწევრიანების განაცხადი ათწლეულების განმავლობაში ევროპის მიმართ აშშ-ის მიერ ცუდად გათვლილი საგარეო პოლიტიკის შედეგად“. ჩვენ ფასეულობების გადაფასებას ვადევნებთ თვალს.
ალიანსელი პარტნიორები კიევს მრავალმილიარდიან იარაღსაც კი ისე აწვდიან, როგორც „ცალკეული ქვეყნების ქმედებებს“. უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ამჟამად 30-დან ცხრა სახელმწიფოს ლიდერები უჭერენ მხარს, უპირატესად, აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიები, რომელთა მოსახლეობა ჯამში 81 მლნ ადამიანია.
ნატოს ყოფილმა მრჩეველმა ჟაკ ბომ აღნიშნა: „პრობლემა ისაა, რომ უკრაინელები არავის ადარდებს, ისინი სჭირდებათ მხოლოდ როგორც აშშ-ის ინტერესების მომსახურების ინსტრუმენტი“. მეორე მხრივ, კიევს ეჯავრება თავისი ჯარისკაცები, უკრაინული ტელეგრამ-არხები გადმოსცემენ: „მაშინაც კი, თუ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგა 30-40-50 ათასი, ეს მხოლოდ 3-4-5%-ია, რაც არ არის კრიტიკული ჯარისთვის“.
აშშ-ის კონგრესმა 30 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია უკრაინისთვის 11,7 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დახმარების თაობაზე – პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თხოვნით. აქედან 4,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯება სამხედრო ტექნიკასა და პენტაგონის მარაგის შევსებაზე, 2,7 მილიარდი დოლარი – დაზვერვასა და უკრაინის თავდაცვის განმტკიცებაზე, 4,5 მილიარდი დოლარი კი – უკრაინის მთავრობის ბიუჯეტზე.
24 თებერვლის შემდეგ აშშ-ის კონგრესმა მოიწონა უკრაინის დახმარების ორი პაკეტი – 13,6 მილიარდ დოლარიანი მარტში და 40 მილიარდ დოლარიანი მაისში. მთელი ეს ფული გამიზნული იყო ევროპის ქაოსში ჩასაფლობად – რუსეთთან გლობალური ომის ზღვარზე.
დასასრულ – კიდევ ერთი ამერიკული წინასწარმეტყველება. ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა დევიდ პეტრეუსმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ აშშ პასუხს გასცემს „პუტინის ბირთვულ დარტყმას“ უკრაინაზე, თუმცა რუსეთი არ აპირებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას. ევროკავშირის საზოგადოებრიობას დაჟინებით ამზადებენ ცივი და ბირთვული ზამთრისთვის. ევროპელები მზად არიან დათმონ ყველაფერი ამერიკული განსაკუთრებულობისა და მთელ მსოფლიოში აშშ-ის ჰეგემონობის შესანარჩუნებლად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0