საქართველოში ღვინის ახალი ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavkoღვინის ბოკალი
ღვინის ბოკალი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
კვირის მანძილზე ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა აქტივობები ელოდებათ.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ქართული ღვინის დღეები“ წელს 9-15 ოქტომბერს გაიმართება, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ახალი ფესტივალის დაწესების ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.
უწყების ცნობით, კვირის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ და დააგემოვნონ მრავალფეროვანი ქართული ღვინო, მოინახულონ ღვინის მარნები, მონაწილეობა მიიღონ გასართობ ღონისძიებებში.
ესპანური ტელეკომპანია საქართველოს შესახებ გადაცემას ამზადებს>>>
„მოდით, ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ფესტივალის სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ ისიამოვნონ ქართული სამზარეულოთი, მუსიკით, ცეკვითა და სიმღერით.
საქართველო ღვინის სამშობლო
საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0