როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

© Pixabay / Sarangibპალმა ცისა და ღრუბლების ფონზე
პალმა ცისა და ღრუბლების ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
კვირის ბოლოს დედაქალაქში მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. სინოპტიკოსები 10 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, ხვალ, 5 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე დათბება, ხოლო 10 ოქტომბრამდე ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში სინოპტიკოსები მიმდინარე კვირაში ღამისა და საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმას ვარაუდოებენ. ჰაერის ტემპერატურა 5 ოქტომბერს დღის საათებში +29, +31, 6-7 ოქტომბერს კი +25, +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 8-9 ოქტომბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0