ზახაროვა: ბლინკენმა აღიარა, რომ აშშ-ს რუსულ გაზსადენებზე შეტევის მოტივი ჰქონდა

  - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ვაშინგტონსა და მის პარტნიორებს რუსულ გაზსადენებზე შეტევის მოტივი ჰქონდათ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„30 სექტემბერს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბლინკენისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟოლის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ბლინკენმა ღიად, ურცხვად ილაპარაკა იმის შესახებ, რომ აშშ-სა და მის ნატოელ პარტნიორებს მოტივები ჰქონდათ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენების გასანადგურებლად“, — დაწერა ზახაროვამ Telegram-არხზე.

საკუთარი მოსაზრების დასტურად მან ბლინკენის გამოსვლიდან რამდენიმე ციტატა მოიყვანა.
ზახაროვას თქმით, გაზსადენებზე მომხდართან აშშ-ის კავშირზე მიანიშნებს ბლინკენის სიტყვები, რომ „ახლა აშშ ევროპაში გათხევადებული ბუნებრივი აირის წამყვანი ექსპორტიორია“ და რომ „ეს არაჩვეულებრივი შანსია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავაღწიოთ თავი რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებას და ამ სახით ჩამოვართვათ ვლადიმირ პუტინს საშუალება, გამოიყენოს ენერგია თავისი იმპერიული ზრახვების განსახორციელებლად“.
ზახაროვას თქმით, რუსეთს არასდროს გამოუყენებია ენერგომატარებლები პოლიტიკური ზეწოლის იარაღად, ხოლო „ვაშინგტონის სიცრუე ამ თემით მხოლოდ მის დანაშაულებრივ მანიპულაციებს ადასტურებს“.
ყველა ახალი ამბავი
0