ადამიანთა ხუთი ტიპი, რომლებსაც წითელი ხორცის ჭამა კატეგორიულად ეკრძალებათ

© Pixabay / RitaEბეფ-სტროგანოვის კლასიკური რეცეპტი
ბეფ-სტროგანოვის კლასიკური რეცეპტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. დღეისათვის უკვე კვლევებითაა დადასტურებული, რომ წითელი ხორცის რეგულარული და ჭარბი მიღება უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, აცხადებს კვებისა და დიეტოლოგიის აკადემიის ოფიციალური წარმომადგენელი როქსანა ეჰსანი.
მისი თქმით, წითელი ხორცის ხშირად ჭამა, მით უმეტეს, გადამუშავებული სახით (ძეხვეული, სოსისი, ბეკონი, ხორცეული დელიკატესები), უარყოფით გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ხელს უწყობს რა ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორებიცაა: გულის დაავადებები და კიბოს ზოგი სახეობა, მაღალი ქოლესტერინი, ჰიპერტონია და დიაბეტიც კი.
როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, არსებობს ადამიანთა ხუთი კატეგორია, რომლებისთვისაც წითელი ხორცის ჭამა განსაკუთრებით საშიშია, ამიტომ მათ საერთოდ უარი უნდა თქვან ამ პროდუქტზე.
ეს კატეგორიებია:
ქოლესტერინის მაღალი დონის მქონეები — კარგი იქნება, თუ ასეთები საერთოდ აკრძალავენ სტეიკებისა და ჰამბურგერების ჭამას. მაგრამ თუ წითელ ხორცზე სრული უარის თქმა უჭირთ, შეუძლიათ თვეში მაქსიმუმ ორჯერ მიირთვან ის, თანაც მხოლოდ მჭლე ნაჭრები.
ალფა-გალ სინდრომის მქონეები — ეს წითელ ხორცზე კვებითი ალერგიის ახლახან გამოვლენილი სახეობაა, რომელიც შეიძლება ტკიპის ნაკბენით გაჩნდეს. ამ დაავადების დროს წითელი ხორცის ჭამამ შესაძლოა გამოიწვიოს:
ჭინჭრის ციება,
გულისრევა, პირღებინება და გულძმარვა,
დიარეა,
ხველა,
არტერიული წნევის დაქვეითება,
მუცლის ძლიერი ტკივილი,
ტუჩების, თვალების ან ყელის შეშუპება.
გულის იშემიური დაავადების მქონეები — ასეთები განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყვნენ წითელ ხორცთან. მათი კვების რაციონში არ უნდა შედიოდეს არანაირი მავნე ცხიმები, როგორებიცაა ნაჯერი თუ ტრანს-ცხიმები, რომლებიც ხელს უწყობს არტერიებში მავნე ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნას და ართულებს სისხლის ნაკადის სრულფასოვან მოძრაობას. შესაბამისად, იმატებს ინფარქტებისა და ინსულტების რისკები.
თირკმლის დაავადებების მქონეები — განსაკუთრებით, თუ დაავადება უკვე მესამე-მეხუთე სტადიებზეა. ეს იმიტომ, რომ მაღალცილოვან რაციონს ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სიკეთე. ვისაც თირკმელები აწუხებს, მათთვის შეიძლება აუცილებელიც კი იყოს ცილების ისე შემცირება, რომ სხეულის ერთ კილოგრამზე მხოლოდ 0,6-0,8 გრამს შეადგენდეს.
ადამიანები, ვისაც ოჯახში კიბოთი დაავადებულები ჰყავს — არსებობს სამეცნიერო მონაცემები, რომელთა თანახმადაც, წითელი ან გადამუშავებული ხორცის ჭამამ შეიძლება გენეტიკურ დონეზე დაზიანებები გამოიწვიოს და ნაწლავების კიბოს რისკი საგრძნობლად გაზარდოს. ამიტომ მათ, ვის ოჯახშიც ნაწლავის კიბოთი დაავადების შემთხვევები ყოფილა, ამ პროდუქტების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
წყარო: Eatthis
ყველა ახალი ამბავი
0