საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს ახალი მუდმივი წევრი დაემატება

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
მთავრობას მიაჩნია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მონაწილეობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში აუცილებელია უსაფრთხოების საკითხების განხილვისას.
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი იქნება. შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. დღეს მოქმედი კანონით, საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.

აღმასრულებელი ხელისუფლება განმარტავს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისთვის არსებითად მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში და უსაფრთხოების საკითხების განხილვაში მუდმივი წევრის სტატუსით მონაწილეობა.

აღნიშნული ცვლილება გააჩენს მეტ შესაძლებლობას შესაძლო საფრთხეების წინმსწრები ანალიზისა და რეაგირებისთვის, ასევე აამაღლებს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობისა და ურთიერთკოორდინაციის ხარისხს, მიაჩნიათ მთავრობაში.
ყველა ახალი ამბავი
0