„თბილისობა 2022“: დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა

© photo: Sputnik / Stringer"თბილისობა 2022"
თბილისობა 2022 - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
საპატიო თბილისელის წოდებას ანიჭებენ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით სამშობლოსა და ერის წინაშე.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისობა 2022“-ის ფარგლებში სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 20 თბილისელს ქალაქის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.

„თბილისი და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ გვერდით მრავლად არიან და დღეს მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ მათ იმისთვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის უკეთებიათ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა:
შალვა ამონაშვილი - მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი;
თენგიზ არჩვაძე - მსახიობი;
ტარიელ ჭანტურია - მთარგმნელი, პოეტი;
ჯემალ ღაღანიძე - მსახიობი;
მერაბ კოკოჩაშვილი - კინორეჟისორი, პედაგოგი;
მინდია უგრეხელიძე - სამართალმცოდნე;
ვახტანგ ჯავახაძე - პოეტი, მწერალი, მთარგმნელი ;
ჯემალ სეფიაშვილი - კომპოზიტორი;
ბადრი ვადაჭკორია - ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი;
გურამ ბექაია - ფიზიოლოგი, მეცნიერი;
ილია ხეროდინაშვილი - ინჟინერი, მეცნიერი;
ლაურა იაშვილი - მუსიკოსი, პიანისტი;
რევაზ ასათიანი - ინჟინერ-მშენებელი;
ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი, პედაგოგი;
მაია გოთუა - ალერგოლოგი, იმუნოლოგი;
ვან ბაიბურთი - პოლიტიკოსი, ჟურნალისტი;
ჰასან ჰასანოვი - აზერბაიჯანელი დიპლომატი;
ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) - ფრანგი პიანისტი;
ელდარ შენგელაია - რეჟისორი;
დემნა გვასალია - დიზაინერი;
საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0