მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბენ უოლესი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს

© AP Photo / Alexander Zemlianichenkoბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს, განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთის სამხედრო დოქტრინითაა გათვალისწინებული, ეს მიუღებელია მოსკოვის მოკავშირეების — ინდოეთისა და ჩინეთისთვის.

„პუტინმა ინდოეთისა და ჩინეთის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მიიღო ძალიან მკაფიო წარმოდგენა, რა არის მისაღები და რა — არა“, — აღნიშნა უოლესმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაუმუქრება, რუსეთი თავდაცვის ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებს, და აღნიშნა, რომ „რუსეთს სხვადასხვა სახის გამანადგურებელი საშუალებები აქვს − ცალკეულ კომპონენტებში უფრო თანამედროვეც კი, ვიდრე ნატოს ქვეყნებს გააჩნიათ“. მისი განცხადება საერთაშორისო არენაზე განიხილება როგორც ნიშანი იმისა, რომ მას შეუძლია ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს უკრაინის არმიის წინააღმდეგ.
მსგავსი განცხადება მან კიდევ ერთხელ გაკეთა 30 სექტემბერს წითელ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც რუსეთის ფედერაციასთან ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მიერთება აღინიშნებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0