მოსაზრება: ევროპა თავისი პატრონებისგან ახალ დივერსიებს ელოდება

© photo: Sputnik / Aleksey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიკუნძული კრიტი, საბერძნეთი, შტორმი
კუნძული კრიტი, საბერძნეთი, შტორმი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
„ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებამ რუსეთი ძლიერ დააზარალა. მრავალმილიარდიანი პროექტი, რომელზეც ამდენ იმედს ამყარებდნენ, კიდევ მრავალი თვე ვერ განახლდება. გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით კი ყველაფერი შეიძლება წლობითაც გაიწელოს. მაგრამ გაცილებით უფრო მძიმედ აისახა ეს ისტორია ევროპაზე.
ევროპელებს ჰქონდათ ილუზია, რომ მოსკოვთან ვაჭრობას გააბამდნენ, შემდეგ კიევს დაითანხმებდნენ მშვიდობაზე და სანაცვლოდ მილსადენები გაზით აივსებოდა.
ახლა კი ყველა ილუზია გაქრა. არავინ მისცემს მათ უფლებას, ივაჭრონ და მოლაპარაკებები აწარმოონ, როგორც მიჩვეული არიან. ვაშინგტონმა თავისი ძალა გამოაჩინა.
ევროპის უმსხვილესი საწარმოები უკვე ახლა არიან დახურვის ზღვარზე, ყველაფერი კატასტროფული ტემპით ძვირდება. გარდაუვალი გაკოტრება გამოიწვევს მასობრივ უმუშევრობას.
მაგრამ ეკონომიკური კატასტროფა მთავარი არ არის. დივერსიამ გაზსადენზე ბებერი კონტინენტის იმიჯი შეარყია, ბოლო მოუღო დამოუკიდებელი ევროპული პოლიტიკის ყველა ილუზიას.
მრავალი წელი ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას აძლევდნენ, ვაშინგტონის სრულუფლებიან პარტნიორებად წარმოეჩინათ თავი.
ამ ილუზიას ბოლო მოუღო რამდენიმე აფეთქებამ გაზსადენზე. გლობალურ სამყაროში ყველა ყველაფერს ხედავს. ანგლოსაქსებმა გაანადგურეს გაზსადენი, რომელშიც ევროპელებმა მილიარდობით ევრო ჩადეს. როგორი აღმოჩნდა ევროპელების რეაქცია? ჩუმი შიში, მეტი არაფერი. იქაურმა პოლიტიკოსებმა ვერ გაბედეს დივერსიაზე ჩამოყალიბებული აზრის გამოთქმა. ერთადერთი, ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ „შიშისგან ოფლმა დაასხა“, როდესაც აფეთქებებზე შეიტყო. ყველა დანარჩენმა ის გაიმეორა, რაც ვაშინგტონიდან უკარნახეს. სცადეს მომხდარის რუსებისთვის გადაბრალება.
თეორიულად არა რუსეთი, არამედ გერმანია და სხვა ევროპული ქვეყნები უნდა ცდილობდნენ ამ დივერსიის საკითხის გატანას გაეროში, მასშტაბური გამოძიების ჩატარებას. მაგრამ კატასტროფის გამოძიებაზე ბევრს არ ლაპარაკობენ. რა საჭიროა, როცა იციან, ვინ ააფეთქა და რატომ. „შეძლებენ კი გამომძიებლები ოდესმე პუბლიკის დარწმუნებას იმაში, რომ გაზსადენის აფეთქების უკან რუსეთი იდგა?“ – სვამს რიტორიკულ კითხვას გამოცემა Politico. რასაკვირველია, არა.
ამერიკელი ბანკირებისგან დაფინანსებული პოლიტიკოსებისა და გრანტებზე მომუშავე ჟურნალისტებისგან სიმართლეს არავინ ელოდა. მაგრამ სად გაქრნენ ევროპის ლეგენდარული არისტოკრატია, ცნობილი სამრეწველო დინასტიების მემკვიდრეები, ქრისტიანული ეკლესიის გამოჩენილი მოღვაწეები?
ევროპული ბიზნესის კაპიტნები აშშ-ში გარბიან, გააქვთ კაპიტალი, გეგმავენ წარმოების გადატანას. მართალია: „კაპიტალმა ეროვნება არ იცის“. მათ ფეხდაფეხ მისდევს ევროპული არისტოკრატია.
ქრისტიანული ეკლესიის ლიდერები კეტავენ ტაძრებს – არ აქვთ ფული მათ გასათბობად, ყიდიან საეკლესიო შენობებს.
ეს ყველაფერი ძალიან წააგავს უკრაინას.
აყვავებული ქვეყნები რამდენიმე წელიწადში ნანგრევებად გადაიქცევა.
ნიშანდობლივია, რომ ევროპელებს დიდად არც უდარდიათ. ისინი მორჩილად ასრულებდნენ ვაშინგტონის ყველა მითითებას, თავიანთი ხელით ანგრევდნენ ეკონომიკას. მაგრამ ამერიკელებმა მაინც გადაწყვიტეს პროცესის წახალისება და დაიწყო პირდაპირი დივერსიები.
ევროპელებს შესანიშნავად ესმით, რა ელით. 90-იანებში აშშ თავის ეკონომიკურ პრობლემებს პოსტსაბჭოურ სივრცეზე მეკობრეობით აგვარებდა. ახლა რუსეთმა ისინი გააძევა. მოუწიათ ევროპის ძარცვა. ჟურნალი Politico თავის მასალაში აღწერს დივერსიების ფართო სპექტრს, რომელთაც უახლოეს მომავალში შეიძლება ევროპა გადააწყდეს: „ჰიბრიდული შეტევები შეიძლება განხორციელდეს ინტერნეტ და ენერგომომარაგების სისტემებზე, ფინანსურ ბაზრებზე და წყალსადენებზე. ასეთი თავდასხმები ომსა და მშვიდობას შორის ნაცრისფერ ზონაშია მოქცეული, ისინი შემოსილი არიან უარყოფით და უტევენ მიზნებს, რომლებსაც ავტომატურად არ შეუძლიათ შეიარაღებული პასუხის პროვოცირება“.
მაგრამ როგორ აუხსნის ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობა ამ ყველაფერს ელექტორატს? მას ხომ ათწლეულებით არწმუნებდნენ იმაში, რომ ვაშინგტონი - დაცვა და საყრდენი იყო.
აჯობებდა ევროპული ქვეყნების ლიდერებს აეხსნათ თავიანთი ხალხებისთვის, რომ ოკეანის გაღმა მფარველი ევროპის მტრად გადაიქცა. რომ კარგი იქნებოდა მასთან კავშირის გაწყვეტა და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, თუ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. მაგრამ ევროკავშირში რეალური პოლიტიკოსები აღარ დარჩნენ. მხოლოდ თითო-ოროლა. მაგალითად, ვიქტორ ორბანი არ შეუშინდა ანტირუსულ სანქციებზე რეფერენდუმის გამოცხადებას. ბოლო წუთამდე იცავს თავს ალექსანდრ ვუჩიჩიც.
მაგრამ ევროკავშირის დაქირავებული მენეჯმენტი კვლავ ატყუებს მოსახლეობას, რომ ყველაფერში დამნაშავე რუსები არიან. რომ ისინი კვლავაც მოაწყობენ ახალ დივერსიებს. ამის არავის სჯერა, მაგრამ რას იზამ.
ამერიკული გეგმის მიხედვით, გაღარიბებული ევროპა უნდა გამხეცდეს და უკრაინის დონეზე დაეცეს. მაშინ კი ამერიკელი პატრონები ევროპულ საზარბაზნე ხორცს აღმოსავლეთის ფრონტზე გადაისვრიან.
ამიტომ ერთადერთი რეცეპტი, რომელსაც ბრიუსელი ხალხს პასუხის სახით სთავაზობს კითხვაზე - „როგორ გადავურჩეთ დივერსიებს“ - არის ევროპის მილიტარიზაცია. ნატოს მეტად აგრესიული პატრულირება, დაზვერვა, სამხედრო კომპონენტის გაძლიერება ჰაერსა და ზღვაზე, დიპლომატიური ზეწოლა და მუქარა რუსეთის მისამართით. დივერსიას ანგლოსაქსები განახორციელებენ, ევროპის ნგრევისთვის კი პასუხს რუსეთს მოსთხოვენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0