ვითარება ლარსზე: პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სიტუაცია შეაფასა

© photo: Sputnik / Stringerარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2022
გამოწერა
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საზღვარზე რიგები იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონში არის მშვიდობისა და უსაფრთხოების ყველაზე სტაბილური კუნძული, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველო ბოლო დღეებში რუსეთის მოქალაქეების რელოკაციისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქვეყანად იქცა. „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მერამდენე დღეა საქართველოსკენ მომავალი მანქანების კილომეტრიანი რიგებია.

„როდესაც რეგიონში არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და მშვიდობა. როცა რეგიონში ყველგან ცეცხლი ანთია და ომი მიმდინარეობს, ჩვენ გაქვს წინსვლა ინსტიტუციური რეფორმებისა და ევროინტეგრაციის გზაზე მაშინ, როდესაც ჩვენს სამეზობლოში ამისთვის პრაქტიკულად არავის სცალია. ლარსზე და სარფში რიგები კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველო რეგიონში არის მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე სტაბილური კუნძული“, – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექტემბრის ბოლოს ათ დღეში რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. საქართველოში დაახლოებით 80 ათასი ადამიანი შემოვიდა, აქედან ნახევარზე მეტმა საზღვარი გადმოკვეთა 21 სექტემბრის შემდეგ, როდესაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ დროისათვის საქართველოში რუსეთის 40 ათასი მოქალაქე იმყოფება.
ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ 28 სექტემბრიდან რეგიონში აამოქმედა მომატებული მზადყოფნის რეჟიმი, რომელიც რესპუბლიკაში ავტოტრანსპორტის შესვლას ზღუდავს. ხელისუფლების განცხადებით, ეს ღონისძიება არ შეეხება საქართველოს მცხოვრებლებს და მათ, ვინც ოსეთში დასასვენებლად მიემგზავრება და აქვს შესაბამისი დოკუმენტები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0