სახალხო დამცველის თანამდებობაზე 19 პრეტენდენტი დარეგისტრირდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2022
გამოწერა
სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შერჩევის პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარმოადგინა კანდიდატების სია, რომლებიც ქვეყნის სახალხო დამცველის თანამდებობისთვის იბრძოლებენ. ომბუდსმენის პოსტის დაკავება 19-მა ადამიანმა მოისურვა.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევის პროცესი პარლამენტში 15 სექტემბერს დაიწყო და 29 სექტემბერს დასრულდა.
პრეტენდენტები ომბუდსმენის პოსტზე:
1.
ანა აბაშიძე - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი;
2.
მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები" ადვოკატი;
3.
გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;
4.
ლელა გაფრინდაშვილი – „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის" ხელმძღვანელი;
5.
სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
6.
თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი;
7.
ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი;
8.
ალექსანდრე კობაიძე – „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია" თავმჯდომარე;
9.
ლევან კოკორაშვილი – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე;
10.
ნუგზარ კოხრეიძე – „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" თავმჯდომარე;
11.
გიორგი მარიამიძე – „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი" დამფუძნებელი, დირექტორი;
12.
სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი;
13.
მაკა მინდიაშვილი – „ხალხის ხმა", დამფუძნებელი;
14.
ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
15.
ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი;
16.
ქეთევან ჩაჩავა – „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი", აღმასრულებელი დირექტორი;
17.
გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები" მმართველი პარტნიორი, დირექტორი;
18.
იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამენტის წევრი;
19.
ნაზი ჯანეზაშვილი – „საქართველოს სასამართლოს გუშაგი", დირექტორი

„სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელთა ჯგუფს 13 ოქტომბრის ჩათვლით აქვს დრო, წარმოადგინოს შეფასება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც გაწერილია რეგლამენტსა და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში... შემდეგ უკვე პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს ექნებათ შესაძლებლობა, 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელონ მათი კანდიდატი. როგორც იცით, უნდა დასახელდეს სულ მცირე შვიდი კანდიდატი, რათა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე", – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომისია კანდიდატებს შეაფასებს შესაბამისობის შემდეგი კრიტერიუმებით: კეთილსინდისიერება და კარგი რეპუტაცია, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, პროფესიული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
ყოველი კანდიდატი მიიღებს ქულებს 0-დან 10-მდე. შეფასება იწარმოებს წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, გასაუბრების გარეშე. შეფასების პროცესი 13 ოქტომბრისთვის დასრულდება.
ამის შემდეგ პარლამენტის უფლებამოსილი სუბიექტები (ფრაქციები, პოლიტიკური ჯგუფები და დამოუკიდებელი დეპუტატები) 21 ოქტომბრამდე პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენენ არანაკლებ შვიდი პრეტენდენტის კანდიდატურას, რომლებსაც უკვე გავლილი ექნებათ კომისიის შეფასება.
ცვლილებები დამტკიცებულია: საქართველოს სახალხო დამცველს ღია კენჭისყრის წესით აირჩევენ>>
კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება. იმისათვის, რომ სახალხო დამცველად დაინიშნოს, კანდიდატმა უნდა მიიღოს არანაკლებ 90 დეპუტატის მხარდაჭერა.
სახალხო დამცველს ექვსი წლის ვადით ირჩევენ.
ომბუდსმენის უფლებები
სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს. აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.
გარდა ამისა, სახალხო დამცველს უფლება აქვს გასცეს რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოთქვას მოსაზრება „სასამართლოს მეგობრის" სახელით კონკრეტულ პროცესებთან დაკავშირებით, მოითხოვოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, ასევე წარადგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იურიდიული დახმარების საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს წევრები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0