თავდაცვის მინისტრი: ქართულ ჯარში უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში

© Ministry of Defence of Georgiaჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
გამოწერა
უწყებამ მკაფიოდ დაისახა მიზნად ჯარის პოპულარიზაცია და ეს მიღწეული იქნება, განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. შეიძლება ითქვას, რომ ქართველ სამხედროებს უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყნების ჯარისკაცებს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად, თუ რა ესაჭიროება დღეს ყველაზე მეტად ქართულ ჯარს.
მინისტრის თქმით, ჯარში არ დარჩენილა არცერთი მიმართულება, სადაც ძირეული და ხარისხიანი რეფორმები არ გატარდა.

„მარტივად რომ გითხრათ, ეს არის კომპლექსური ღონისძიება, რაც მოიცავს სოციალურ პირობებს, ასევე შეიარაღებასა და კომფორტის შექმნას, რაც ჩვენ მოვახერხეთ ფატქობრივად. ჩვენს ჯარისკაცებს, თამამად შეიძლება ითქვას, აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე უმეტეს ევროპის ქვეყნების ჯარს – დაწყებული უნიფორმით, მათი კვებით, მათი საცხოვრებელი პირობებით და ა.შ." – განაცხადა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, ჯარისკაცებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიზანია. უახლოეს მომავალში უწყებაში შემუშავდება თავდაცვის კოდექსი, რაც ჯარის პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
„გარდა შექმნილი პირობებისა, აუცილებელია პოპულარიზაცია. ჩვენ ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრ ნაბიჯს ვდგამთ. ესეც შეიძლება კრიტიკის საბაბი გახდეს და არის კიდეც. ამის წინააღმდეგ არის ზუსტად მიმართული დისკრედიტაციის ის კამპანიები, რაც წარმოებს ქართული ჯარის წინააღმდეგ", – აღნიშნა ბურჭულაძემ.
მინისტრმა განაცხადა, რომ უწყებამ მკაფიოდ დაისახა ჯარის პოპულარიზაციის მიზანი და ის ამას აუცილებლად მიაღწევს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0