წულუკიანი: 2600-ზე მეტი ექსპონატი უკვალოდ არის გამქრალი

© photo: Sputnik / Stringerკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
გამოწერა
დაკარგულ ექსპონატებს შორისაა ფერმწერ გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, ივანე აივაზოვსკის ტილოები.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ჯერ კიდევ დაუსრულებელი ინვენტარიზაციის მონაცემების თანახმად, 2,6 ათასზე მეტი ექსპონატია დაკარგული და ეს რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

„ესენია ე.წ. გამქრალი ექსპონატები... თუმცა, არაერთი მათგანის შემთხვევაში არსებობს კვალი იმისა, თუ სად იყო დროებით გატანილი. ჩვენ შეგვიძლია მუშაობა მათ დაბრუნებაზე“, – განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, არსებობს ისეთი ექსპონატებიც, რომელთა კვალის დადგენაც კი შეუძლებელია, ასეთი 2,6 ათასზე მეტია.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სამინისტროსთვის უცნობია, თუ როგორ დაიკარგა აღნიშნული ექსპონატები.
„ეს უნდა თქვან მათ, ვის ხელშიც იყო ამდენი წელი ეროვნული მუზეუმის გაერთიანება. ვიღაცამ თქვა, რომ ეს გაერთიანება სამართავად ყველაზე ეფექტურია და აღმოჩნდა, რომ ამდენი მუზეუმის ერთად მართვა ძალიან რთულია“, – აღნიშნა მინისტრმა.
როდესაც ინვენტარიზაცია დასრულდება, საქმე პროკურატურას გადაეცემა. მინისტრი იმედოვნებს, რომ ექსპონატების ადგილსამყოფელს მიაკვლევენ.
დაკარგულ ექსპონატებს შორისაა ფერმწერ გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, ივანე აივაზოვსკის ტილოები. აგრეთვე დაკარგულია ქანდაკებები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0