„რთველი-2022" - კახეთში მოსავლის დიდი ნაწილი უკვე გადამუშავებულია

© photo: Sputnik / Stringerრთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
გამოწერა
2022 წელს ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებს ყურძენი 17 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 200 მილიონ ლარს აღწევს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
29 სექტემბრის მდგომარეობით, მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლის ძირითადი ნაწილი, 200 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია. 2022 წელს ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათას ტონას შეადგენს.
გადამუშავებული ყურძნიდან 114 ათას ტონამდე „რქაწითელია“, 74,5 ათას ტონამდე „საფერავი“, 5 ათას ტონამდე „კახური მწვანე“, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშვებულია ყვარლის მუნიციპალიტეტში - 53,2 ათასი ტონა, შემდეგ მოდიან: გურჯაანი - 51,3 ათასი ტონა, თელავი - 39 ათასი ტონა, სიღნაღი - 22 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 11,7 ათასი ტონა, ახმეტა - 8,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 7,1 ათასი ტონა და საგარეჯო - 6,4 ათასი ტონა, აღნიშნულია განცხადებაში.
დღევანდელი მდგომარეობით, ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში 250-მდე საწარმო იყო ჩართული.
გასული წლების ანალოგიურად, რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს კოორდინაციას რთველის შტაბი უწევს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს. ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 1 კგ „რქაწითელისა“ და „კახური მწვანესთვის“ – 0,35 ლარი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0