რა ფაზაშია მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე

© Roads Department of Georgiaგზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე
გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
გამოწერა
რიკოთის უღელტეხილზე 51,6 კმ-მდე სიგრძის ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზა შენდება, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ჩქაროსნული E60 ავტომაგისტრალის შემადგენელ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ამ დროისათვის სამშენებლო სამუშაოები 51-ვე გვირაბზე მიმდინარეობს. აქედან უკვე გაჭრილია 34 გვირაბი, საიდანაც სამი დასრულებულია და ექსპლუატაციაშია შესული, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, სამუშაოები პარალელურად 90 ხიდზე ხორციელდება, საიდანაც 40 უკვე აშენებულია, აქედან 6 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
რიკოთის უღელტეხილზე საერთო ჯამში 51,6 კმ-მდე სიგრძის ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზა შენდება, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს.
მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორზოლიან ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა; ახლად გახსნილი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა და 3 გვირაბს.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 2,6 მილიარდ ლარამდეა, ეტაპობრივად 2023 წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო გარკვეული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლა უკვე მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
რიკოთის უღელტეხილზე გზის ძირითადი მონაკვეთები 2024 წელს გაიხსნება>>
„რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე, რომელიც ამჟამად 60 კმ/სთ-ია, გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება", – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0