ნათია თოდუა პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა

© courtesy of Natia Toduaნათია თოდუა
ნათია თოდუა - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
გამოწერა
ნათია თოდუა ქართველი მომღერალია, რომელიც საერთაშორისო არენაზე მსმენელმა გერმანული Voice-დან გაიცნო.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის ღირსების მედლით დააჯილდოვა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ნათია თოდუა საერთაშორისო მსმენელმა გერმანული Voice-დან გაიცნო. მანამდე ნათიამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს – უკრაინულში.
დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო ჯილდო ნათია თოდუას პრეზიდენტმა პირადად გადასცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
© photo: Natia Todua Official / FBნათია თოდუა
Певица Натия Тодуа - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
ნათია თოდუა
ნათია თოდუამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ამ უდიდესი ჯილდოსთვის და განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის.
ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა გერმანიის „ვოისზე“ ფურორი მოახდინა - ვიდეო>>
,,პირობას ვდებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენ ყველა ერთად დავბრუნდეთ აფხაზეთში!" – განაცხადა მომღერალმა.
ნათია თოდუა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის მოგების შემდეგ, 2017 წელს გახდა ცნობილი. ის 2019 წელს საერთაშორისო კონკურსის Music Video Underground გამარჯვებულიც გახდა. ეს კონკურსი პირველად 2016 წელს პარიზში გაიმართა. 2017 და 2018 წლებში კი აშშ-ში, ლოს-ანჯელესში იმართებოდა. სხვადასხვა დროს Music Video Underground-მა საუკეთესო სოლო შემსრულებლებად ადელი, მეისი გრეი და Vanessa Paradis დაასახელა.
ნათია თოდუას კიდევ ერთი წარმატება – მისი სიმღერა საუკეთესო ათეულში მოხვდა>>
ნათია თოდუა 1996 წლის 12 მარტს აფხაზეთში, გალის რაიონში დაიბადა, გაიზარდა სოფელ ნაბაკევში, სადაც დაამთავრა სკოლა. თბილისში ნათია გლდანში იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. სწავლობდა თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობით.
ყველა ახალი ამბავი
0