შორს ახდენილი ოცნება და სიყვარული, რომელსაც მანძილი და დრო ვერ მოერია

© courtesy of Nesi Danieliნესი დანიელი
ნესი დანიელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
გამოწერა
ემიგრანტებს შორის არიან ისეთები, ვინც ბავშვობის ოცნების ასრულება უცხოეთში შეძლო. მესი დანიელი მათ რიცხვშია – მისი დიდი ხნის ოცნება ისრაელში ასრულდა. სანამ ნესტან მენთეშაშვილიდან ნესი დანიელად იქცა, დიდი გზა გაიარა.
დღეს მისი ბრენდის სამკაულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება, მათ შორის, გერმანიაში, კანადასა და ამერიკაში. მას ოთხი სტილური ხაზი აქვს: კლასიკური, რომანტიკული, ყოველდღიური და ტრენდული. ასე რომ, ნებისმიერ ქალბატონს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მის კოლექციაში თავისი გემოვნებისა და სტილის სამკაული აირჩიოს. მასალიდან შეიტყობთ, როგორ შექმნა მან თავისივე სახელობის ბრენდი.
© photo: courtesy of Nesi Danieliნესი დანიელი
ნესი დანიელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
ნესი დანიელი
- ქალბატონო ნესი, რას იყენებთ თქვენი სამკაულების დასამზადებლად?
- ჩემი სამკაულები ვერცხლისგან მზადდება და მათთვის ბუნებრივ ქვებს ვიყენებ. ძირითადად რამდენიმე ფერის – შავის, თეთრის და ოქროსფერის ნაზავია. ექსკლუზიურ ხაზში აქცენტს ქვებზე ვაკეთებ. როდესაც პირველად შევეხე სამკაულებს, ვერ მწყვეტდნენ, ისეთი სიყვარულით ვალამაზებდი ვიტრინებს. მაშინ იფეთქა პატარა ნესტანის ოცნებამ, რომელიც მე უკვე როგორც ნესი დანიელმა ავასრულე. მადლიერი ვარ ამ ქვეყნის, რადგან საკუთარი თავი მაპოვნინა.
© photo: courtesy of Nesi Danieliნესი დანიელი
ნესი დანიელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
ნესი დანიელი
- ისრაელში როდის ახვედით და თქვენი პირველი შთაბეჭდილება როგორი იყო?
- ეს მოხდა 2001 წლის ზაფხულში და დღემდე მახსოვს, რომ ეს იყო იმედის, სიხარულისა და შიშის შეგრძნება. რამდენიმე წელი მიჭირდა შევჩვეოდი აქაურობას, ენას, მენტალიტეტს, ადამიანებს. უკან დაბრუნებაზე ვოცნებობდი, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო ეს შეუძლებელი იყო. ოჯახი ძალიან ადრე შევქმენი, მაშინ მეათე კლასში ვიყავი.
© photo: courtesy of Nesi Danieliნესი დანიელის ნამუშევარი
ნესი დანიელის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
ნესი დანიელის ნამუშევარი
- როგორი იყო გზა, რომელიც წმინდა მიწაზე გაიარეთ?
- ისრაელში დიდი და მძიმე გზა გავიარე. გარდა იმისა, რომ დედა და მეუღლე ვიყავი, არასდროს მიფიქრია, რომ სხვა რამეც შემეძლო. მართალია, ბავშვობიდან მქონდა ოცნება, რომ ჩემი სამკაულების ხაზი მქონოდა, მაგრამ წლებმა ეს ოცნება ჩააქრო. ერთხელაც სრულიად მოულოდნელად მერგო დიდი პატივი, რომ საიუველირო კომპანიის დირექტორი გავმხდარიყავი. ჩემი ძირითადი მომხმარებლები აქაური ქალბატონები არიან, მეტი წილი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან წამოსული ემიგრანტია.
© photo: courtesy of Nesi Danieliნესი დანიელის ნამუშევარი
ნესი დანიელის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
ნესი დანიელის ნამუშევარი
- რა გეხმარებათ უცხო ქვეყანაში?
- საქართველოდან წამოღებული მოგონებები მეხმარება. ჩემი ბავშვობა ძალიან ლამაზი, ლაღი და სიხარულით სავსე იყო. მადლიერი ვარ უფლის, რომ ქართველი ვარ, თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ისრაელში ხშირად აღვნიშნავ ამას და ჩემი ქართველობა მეამაყება.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0