პოლიციამ მესტიასა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
გამოწერა
დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს და სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი თბილისში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი, რევოლვერი, ორი მჭიდი და 17 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ასევე თბილისში დააკავეს 46 წლის წარსულში ნასამართლევი მამაკაცი, რომლის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ავტომატი ამოიღეს.
პოლიციამ მესტიაში 28 წლის მამაკაცის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ავტომატი, ერთი მჭიდი და 12 ვაზნა ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0