კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან

© photo: Sputnik / Stringerპირბადიანი ადამიანები ქუჩაში
პირბადიანი ადამიანები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
გამოწერა
აქამდე მოქმედი რეგულაციით, არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული მოქალაქეები კოვიდ-ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში რვადღიან იზოლაციაში უნდა გადასულიყვნენ.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. კოვიდ-ინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციის ვალდებულება ყველა კატეგორიის ადამიანისთვის გაუქმდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 27 სექტემბრით თარიღდება.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია.

„COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში, მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში", – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

აქამდე მოქმედი რეგულაციით, არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული მოქალაქეები კოვიდ-ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში რვადღიან იზოლაციაში უნდა გადასულიყვნენ, რომლის დასრულების შემდეგ მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში ნიღაბი უნდა ეტარებინათ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0