ირანელი მსახიობები თბილისის თეატრალურ ფესტივალზე ვერ ჩამოვლენ

© photo: Sputnik / Stringerკოტე მარჯანიშვილის თეატრი
კოტე მარჯანიშვილის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
გამოწერა
თეირანში პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ მასობრივი დემონტრაციები იმართება.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ირანელი მსახიობები თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობას სამშობლოში განვითარებული მოვლენების გამო ვერ შეძლებენ, ნათქვამია ფესტივალის ადმინისტრაციის განცხადებაში.
თეატრალური დასი „პრაქსისი“ ფესტივალზე 7 ოქტომბერს უნდა გამოსულიყო სპექტაკლით „ქალი ვარ, გესმის ჩემი ?/من یه زنم ، صدامو میشنوین ؟ ".

„მეგობრებო! ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპექტაკლი „ქალი ვარ, გესმის ჩემი?“ გაუქმდა – მსახიობები ირანიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეატრალური ფესტივალის ხელმძღვანელობამ ირანული დასის წერილიც გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანაში არეულობის გამო ინტერნეტი არ მუშაობს, მობილური კავშირიც შეფერხებულია.
„ვწუხვართ ამის გამო. ჩვენ ერთმანეთის ნახვასაც კი ვერ ვახერხებთ, ზოგჯერ მობილური კავშირიც არ არის“, – წერს ერთ-ერთი ირანელი მსახიობი.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალი „მხარს უჭერს ირანელი ქალების თავგანწირვას სინათლისათვის, მომავლისათვის, თავისუფლებისა და პერსპექტივისათვის!“
„მათ, ვინც შეიძინეთ აბონემენტები და ბილეთები ამ სპექტაკლზე, სამწუხაროდ, მოგიწევთ ბილეთების დაბრუნება. სალაროში შეძენილი ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია მარჯანიშვილის თეატრის სალაროში 3 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით. ონლაინ შეძენილი ბილეთები კი დაბრუნდება საიტიდან biletebi.ge“, – აღნიშნულია განცხადებაში.
არეულობა ირანში
22 წლის სტუდენტის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ ირანის რამდენიმე დიდ ქალაქში არეულობები და საპროტესტო აქციები იმართება. არეულობის დრო დაიღუპა „ბასიჯის“ ორი თანამშრომელი. ირანული მედიის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია კიდევ ორი ​​მოქალაქე, დაშავებულია დაახლოებით 25 ადამიანი.
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
საპროტესტო აქციები ირანში 22 წლის გოგონას სიკვდილის შემდეგ - ფოტო
მაჰსა ამინი 13 სექტემბერს თეირანში მორალის პოლიციამ დააკავა და პოლიციას დაქვემდებარებულ ცენტრ „ფარაჯას“ ერთ-ერთ განყოფილებაში წაიყვანა განმარტების მისაღებად. მოგვიანებით პოლიციაში განაცხადეს, რომ გოგონას მოულოდნელად გულის შეტევა დაემართა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამი დღის შემდეგ, 16 სექტემბერს ის გარდაიცვალა.
თეირანის მოსახლეობა მაჰსას გარდაცვალებაში მორალის პოლიციას ადანაშაულებს, უფლებადამცველები თვლიან, რომ გოგონა სასტიკად სცემეს. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ქუჩებში შეკრება დაიწყო. სოციალურ ქსელებში ქვეყნდება ვიდეოკადრები, რომლებშიც ქალები თმას იჭრიან და წვავენ ჰიჯაბს (თავსაბურავი, რომელიც აუცილებლად უნდა ფარავდეს ირანელი ქალის თავს).
ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა სასწრაფოდ გამოიძიოს მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზი და დეტალები. პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0