სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლება: ორი პირი დააკავეს

დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2022
გამოწერა
გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება–გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია ორი პირი, 13 პირის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გასულ წლებში სოფელ გლდანის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების თითქოსდა ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტებისა და ცრუ მოწმეების გამოყენებით მოტყუებით დაირეგისტრირეს ჯამში 1.300 მ2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულებამ 828.960 ლარი შეადგინა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0