მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნგრევა რუსულ გაზსადენებზე: Nord Stream AG კომენტარს აკეთებს

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2022
გამოწერა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. რუსულ გაზსადენებზე – „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ზე ერთდროულად მომხდარი ნგრევა უპრეცედენტოა, აცხადებენ გაზსადენის ოპერატორ კომპანია Nord Stream AG-ში.
მათი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება გაზსადენების აღდგენას.
მანამდე Nord Stream AG-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანიის წყლებში, კუნძულ ბორნჰოლმის მახლობლად „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ზე, ასევე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე, რომელიც ტექნიკური გაზით იყო სავსე, საგანგებო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მილსადენების სამ ტოტზე წნევა მკვეთრად დაეცა.
მომხდარის შესახებ, რასაც მილსადენებიდან გაზის გაჟონვა მოჰყვა, დაუყოვნებლივ ეცნობა გერმანიის, დანიის, შვედეთის, ფინეთისა და რუსეთის სანაპირო სამსახურებს.
ინციდენტის შემდეგ რაიონში ხუთი საზღვაო მილის რადიუსის დამცავი ზონა დაწესდა.
როგორც გაზეთი Tagesspiegel წერს წყაროებზე დაყრდნობით, გაზსადენებზე წნევის ვარდნის მიზეზი შესაძლოა მყვინთავების ან წყალქვეშა ნავის გამოყენებით მოწყობილი მიზანმიმართული დივერსია იყოს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომელშიც გერმანიის უშიშროების ფედერალური ორგანოებიც არიან ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0