მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კონსულის დაკავება: იაპონია რუსეთისგან ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2022
გამოწერა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ტოკიოში რუსეთის ელჩი მიხაილ გალუზინი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მისგან ოფიციალური ბოდიშის მოხდა მოითხოვეს ვლადივოსტოკში იაპონიის კონსულ მოტოკა ტაცუნორის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ. ამის შესახებ Abema News იტყობინება.

„შექმნილი სიტუაციის საპასუხოდ საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა მორიმ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა რუსეთის ელჩი იაპონიაში მიხაილ გალუზინი და მკაცრი პროტესტი გადასცა. ამასთან, რუსეთისგან ოფიციალური ბოდიშის მოხდა და ასევე ზომების მიღება მოითხოვა, რათა მსგავსი სიტუაციები აღარ განმეორდეს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსულ მხარეს, სერიოზულად მოეკიდოს ამ პროტესტს და ჩვენს მოთხოვნებს“, — განაცხადა ჰაიაშიმ.

მისი თქმით, „არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ კონსული რაიმე უკანონო საქმიანობას ეწეოდა“.
ამასთან ჰაიაშიმ განაცხადა, რომ რუსი სამართალდამცველების მოქმედება იაპონიის დიპლომატიური მისიის წევრის დაკავებისას „არ შეესაბამებოდა საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ნორმებს და იაპონია–სსრკ-ის კონვენციის ნორმებს საკონსულო ურთიერთობის შესახებ“.
მინისტრის თქმით, იაპონია კატეგორიულად აპროტესტებს კონსულის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას, რომელსაც „უსამართლოდ მოეპყრნენ“.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გუშინ, 26 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტაცუნორი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ საიდუმლო ინფორმაციას იღებდა. კონსული, რომელიც ამ დროისათვის თავისუფალია, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. იაპონელმა დიპლომატმა რუსეთი 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს.
წყარო: Abema News
ყველა ახალი ამბავი
0