პრემიერი: საქართველოს პროკურატურა - ეფექტური და გამჭვირვალე ინსტიტუტი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
გამოწერა
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას საქართველოს პროკურატურა ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროკურატურის განვითარება ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც თბილისში 25-29 სექტემბერს იმართება.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით – კონსტიტუციით იქნა აღიარებული და სრულად დამოუკიდებელ ინსტიტუციურ უწყებად ჩამოყალიბდა. მასშტაბური რეფორმების შედეგად საქართველოს პროკურატურა ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და, ამასთან, მუდმივად ვითარდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოში განახლების რთული პროცესი მიმდინარეობს.
„უფრო სამართლიანი, დემოკრატიული, მშვიდობიანი საერთაშორისო საზოგადოების მშენებლობაში სამართალდამცველი ორგანოების მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იქნება ეს ეროვნულ დონეზე თუ საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კონფერენციაზე პრემიერმა საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და მის გუნდს მადლობა გადაუხადა.
ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, უწყების ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია პარტნიორების მუდმივი ჩართულობა და თანადგომა.
„ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია. 180-ზე მეტი ქვეყნის უწყებებთან თუ ინდივიდუალურ წევრებთან თანამშრომლობა, ერთი მხრივ, არსებითია ჩვენი პროკურატურის შემდგომი სრულყოფისა და განვითარებისთვის. ამავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ თავადაც მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობაში“, – აღნიშნა მან.
მიმდინარე კონფერენციით და ამ დღეებში დაგეგმილი ღონისძიებებით, მათ შორის, საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებით, კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი საერთო მიზნებისკენ, დასძინა პრემიერმა.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციასა და გენერალურ შეხვედრას საქართველოს პროკურატურა ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0