პრემიერი რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
გამოწერა
საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში რაფაელ ჩიმიშკიანი 25 სექტემბერს გარდაიცვალა.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი ძალოსნის, ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის (1952 წ.) რაფაელ ჩიმიშკიანის ოჯახს და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა.
რაფაელ ჩიმიშკიანი 25 სექტემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„სპორტულმა მიღწევებმა რაფაელ ჩიმიშკიანი ქართული სპორტის ნამდვილ ლეგენდად, მსოფლიო ძალოსნობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცია. მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი ძალოსნის გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი იყო ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ექვსჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი, ორჯერ გახდა კონტინენტის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი.
სპორტსმენი იყო 11-გზის მსოფლიო რეკორდსმენი. 1951 წელს ჩიმიშკიანი მსოფლიო უნივერსიადების ჩემპიონი გახდა.
2012 წლის მარტში ჩიმიშკიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. იგი ასევე აღიარეს მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო ძალოსნად.
რაფაელ ჩიმიშკიანი, დავით ციმაკურიძე და მზია ჯუღელი იყვნენ პირველი სპორტსმენები საქართველოდან, რომლებმაც ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0