ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

© photo: Sputnik / V. Koletaev / გადასვლა მედიაბანკშიაჭარა
აჭარა - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
გამოწერა
გზის რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 მლნ ლარით ფინანსდება.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტი შუახევის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზაზე 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
გზის რელიეფი, სადაც სამუშაოები ხორციელდება, მთიანია და გადის როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე. გზის მონაკვეთი იწყება ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 59-ე კილომეტრზე და ამავე გზის 68-ე კილომეტრზე სრულდება.
მოსალოდნელია, რომ პროექტის ფარგლებში გაუმჯობესდება გზის ტექნიკური პარამეტრები, განახლდება ერთი ხიდი, მოწესრიგდება თხრილები, კიუვეტები და არსებული ხელოვნური ნაგებობები, მოსაცდელები და საგზაო ნიშნები. ზოგიერთ მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილის გაფართოება მოხდება.
გზის აღნიშნული მონაკვეთი აჭარას აკავშირებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან, ასევე იგი წარმოადგენს საგზაო კავშირს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფისა და ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზებთან.
პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 მლნ ლარი გამოიყო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0