ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში ბულვარი გაიხსნა

© Tbilisi City Hall ვარკეთილში ახალი ბულვარი გაიხსნა
ვარკეთილში ახალი ბულვარი გაიხსნა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 9,7 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში ერთი კილომეტრის სიგრძის ახალი ბულვარი გაიხსნა, იუწყება დედაქალაქის მერია.
რიგის პარკსა და მიმდებარედ არსებულ ბულვარში, რომელთა საერთო ფართობიც შვიდ ჰექტარს შეადგენს, საბავშვო და სპორტული მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემები მოეწყო. პარკის ცენტრალურ ნაწილში განთავსდა შადრევანი.
განახლებული ბულვარი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

„სამგორის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოწესრიგდა. კერძოდ, იგი რიგის პარკის გაგრძელებაა, რომელიც მშვენიერია. ადგილობრივ მოსახლეობას შევპირდით, რომ არსებული სიტუაცია რადიკალურად შეიცვლებოდა. დღეს კი ხედავთ, ტერიტორია როგორი მოწესრიგებული, გამწვანებული და გალამაზებულია“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, გამწვანების სამუშაოები უზარმაზარ ტერიტორიაზე ჩატარდა, მოწესრიგდა სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა განათების ქსელი.
„აქ ყველა თაობის წარმომადგენლისთვის არსებობს შესაბამისი სივრცე. ძალიან მიხარია, რომ სამგორის რაიონში ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
რიგის პარკის რეაბილიტაცია გასულ წელს დასრულდა. პარკის მიმდებარედ არსებული ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს ნაწილობრივ განხორციელდა, მიმდინარე წელს კი ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია მოხდა.
სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 9,7 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0